მოიწვევს თუ არა უშიშროების საბჭოს სხდომას პრეზიდენტი, უცნობია
ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას სთხოვს. მათი პოზიციით, საოკუპაციო ხაზთან მოსახლეობა დაუცველია, რაც ხელისუფლების მხრიდან უსაფრთხოების არასათანადო ზომების არსებობაა.
მოიწვევს თუ არა პრეზიდენტი ხურჩაში მომხდარი მკვლელობის შემდეგ უშიშროების საბჭოს სხდომას, ჯერჯერობით უცნობია.
მმართველი გუნდის ნაწილმა დღეს ამის საჭიროება ვერ დაინახა. მათი შეფასებით, ვითარება ადგილზე ამ დრომდე სტაბილური იყო, ნაწილმა კი, ოპოზიციის განცხადებების "სპეკულაციად" შეფასების მიუხედავად, ვერ დამალა, რომ საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების არსებული ნორმები არასაკმარისია.
ხურჩაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დროული გამოძიებისკენ შესაბამის ორგანოებს დღეს ამერიკის საელჩომ სპეციალური განცხადებით მოუწოდა. გალში ოთხმხრივი შეხვედრების აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს ევროკავშირის სადამკვრივებლო მისიაც. ორგანიზაცია უმოკლეს ვადაში ითხოვს საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებას.
ავტორი: ანა წერეთელი