კოალიცია ქართული ოცნება დღეს შეიკრიბება
რესპუბლიკელებსა და პრემიერს შორის გამართული შეხვედრის შესახებ დღეს შესაძლოა კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელონ, რომელიც ოცნების ცენტრალურ ოფისში გაიმართება.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი კატეგორიულად აცხადებს, რომ კოალიციის სხდომაზე განხილული არ იქნება რესპუბლიკელებსა და მრეწველებს შორის მიმდინარე ღია დაპირისპირების საკითხი. როგორც ზვიად კვაჭანტირაძე განმარტავს, არცერთი პარტიის წარმომადგენელს არ მოუთხოვია სხდომაზე ამ საკითხის განხილვა.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი განმარტავს, რომ კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად განხილული იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი კანონპროექტი რომელსაც პარლამენტი საგაზაფხულო სესიის ფარგლებში განიხილავს.