"10 მარტამდე ნებისმიერ დღეს შეიძლება გამოქვეყნდეს დოკუმენტი,"- ხიდაშელი ვიზალიბერალიზაციის შესახებ საუბრობს
10 მარტამდე ნებისმიერ დღეს ელოდება საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროკომისიის მიერ იმ დოკუმენტის გასაჯაროებას, რომლიც მიხედვითაც ის საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, ევროსაბჭოს და ევროპარლამენტს რომ მოხდეს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭება.
ხიდაშელი ვარაუდობს, რომ დოკუმენტის გასაჯაროების შემდეგ შესაძლებელია ევროკომისიამ ევროპარლამენტს და ევროსაბჭოს საკანონმდებლო წინადადება 10,11 ან 18 მარტს გადაუგზავნოს.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი უკვე დაასრულა ახლა უკვე კომისიის გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ უნდა მიიღოს. ამისათვის კი აუცილებელია, რომ ევროკომისიამ საკანონმდებლო წინადადებით მიმართოს ევროპარლამენტს და ევროპულ საბჭოს და ცვლილებები შევიდეს რეგულაციაში, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრავს იმ ქვეყნების ჩამონათვალს რომელთა მოქალაქეებსაც ევროაპში უვიზოდ მიმოსვლა შეუძლიათ.