დიპლომატთა კლუბი მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს
"უპასუხისმგებლო და ქვეყნისათვის ზიანის მომტანი" - დიპლომატთა კლუბი მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს.
კლუბში მიაჩნიათ, რომ ზაქარეიშვილის განცხადებები ვნებს და ზიანს აყენებს საქართველოს ინტერესებს.
" ხელისუფლების ,,გადალაგებულმა" პოლიტიკამ ერთი მხრივ გაათავხედა რუსული მხარის მოქმედებები და მეორე მხრივ დაგვაშორა და არაერთი კითხვის ნიშანი გააჩინა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში. ვთვლით , რომ სახელმწიფო მინისტრმა მორიგი, უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა. მივიჩნევთ რომ ხელისუფლებამ ამჯერად მაინც უნდა იმოქმედოს ადექვატურად და გადაუდებლად გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან პაატა ზაქარეიშვილი"- ნათქვამია დიპლომათა კლუბის განცხადებაში.
ბრალდებებს პაატა ზაქარეიშვილმა არ უპასუხა და კურიერთან საუბარზე უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ მინისტრმა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის გეგმებში განსაკუთრებულ საფრთხეს ვერ ხედავს.