ევროპარლამენტი საქართველოს რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს
ევროპარლამენტარები საქართველოს რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ საუბარია რეზოლუციაში, რომელიც სტრასბურგში გამართულ სესიაზე მიიღეს.
დოკუმენტის თანახმად ევროპარლამენტარები მიესალმებიან ევროკავშირსა და საქართველოს შორს გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით მიღწეულ პროგრესს, თუმცა შეშფოთებას გამოთქვამენ სასამართლოს დამოუკიდებლობისა და იმ შესაძლო საფრთხეების მიმართ, რომლის წინაშეც მედია პლურალიზმი დგას.
მაგალითად ევროპარლამენტარებს მოჰყავთ "რუსთავი 2-ის" მფლობელობასთნ დაკავშირებული სარჩელი და ამ პროცესის მონიტორინგისთვის ევროკავშირის ექსპერტთა მისიის გამოგზავნის ინიციატივას მხარს უჭერენ.
დეპუტატები ასევე აკრიტიკებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე უკანონო ზეწოლას და პროკურორებისა და გამომძიებლების დანიშვნის გზებს "ბუნდოვან კრიტერიუმად" აფასებენ.