„მინისტრი კალაძე არის პათოლოგიური მატყუარა," - ნუგზარ წიკლაური
ნაციონალურ მოძრაობაში გაზპრომთან დაწყებული მოლაპარაკებების ბუნდოვანებაზე საუბრობენ.
ნუგზარ წიკლაური გაზპრომთან მოლაპარაკებების გაუმჭვირვალობაზე ამახვილებს ყურადრებას.
„საქართველოს ჰყავს მატყუარების მთავრობა, ხოლო თვითონ მინისტრი კალაძე არის პათოლოგიური მატყუარა. არავითარი მნიშვნელობა მისთვის არ აქვს თუ რაზე აკეთებს კომენტარს. ამ მთავრობას არ აქვს პასუხი იმ კითხვებზე, რომელიც არის გაზპრომთან დაკავშირებით. მთლიანად ეს პროცესი მიმდინარეობს ქართველი ხალხის ზურგს უკან და არის სრულიად გაუმჭვირვალე,“ - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
გუშინ გამართულ შეხვედრას, თავისუფალი დემოკრატებიც გამოეხმაურნენ.
ვიქტორ დოლიძის განცხადებით, მას სურვილი აქვს, რომ ყველა დეტალში გაერკვეს და დარწმუნდეს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, განცხადებები გაკეთდა არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც.
„სოკართან, არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ სააკაშვილის რეჟიმს ჰქონდა თავისი მერკანტილური ინტერესები. დარწმუნებული ვარ, ეხლაც კახი კალაძის ხელით, ბიძინა ივანიშვილი მილერთან არის გარკვეულ კორუფციულ შეთანხმებებში,“ - განაცხადა კახა კუკავამ.