სამართლებრივი დავა და პერმანენტული აქციები - არასამთავრობოების გეგმა "პანორამა თბილისის" შესაჩერებლად
სამართლებრივი დავა და პერმანენტული აქციები – არასამთავრობო სექტორი ფართომასშტაბიანი პროტესტისთვის ემზადება.
პანორამა თბილისის მოწინააღმდეგეებმა საკუთარი გეგმების შესახებ დღეს ოპოზიციასთან ისაუბრეს.
არასამთავრობო სექტორი პანორამა თბილისის წინააღმდეგ მხარდაჭერას იმ პოლიტიკური პარტიებისგან ითხოვს, რომლებიც პროექტის წინაღმდეგ გამოდიან.
მესამე სექტორის წარმომადგენლებს მთავარი პრეტენზია ეკონომიკის სამინისტროსთან აქვთ, რომელმაც, პროტესტის მიუხედავად, ინვესტორის სასარგებლოდ მშენებლობის ნებართვა გასცა.
ოპოზიცია არ გამორიცხავს საშემოდგომო სესიაზე ეკონომიკის მინისტრის პარლამენტში დაბარება მოხდეს.
სამოქალაქო და პოლიტიკური პროტესტის მიუხედავად, პანორამა თბილისისთვის განკუთვნილ ობიექტებზე სამშენებლო სამუშაოები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.
ავტორი: ანა წერეთელი