რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით პარლამენტი რეზოლუციაზე მუშაობს
რა რეაქცია ექნება საქართველოს პარლამენტს საოკუპაციო საზღვართან განვითარებულ მოვლენებზე, იმ დოკუმენტზე იქნება დამოკიდებული, რომელსაც დეპუტატები მიიღებენ.
ტრადიციულად განსახილველად ორი რეზოლუციაა წარდგენილი. უმცირესობა და უმრავლესობა დღეს საკომიტეტო განხილვებზე სწორედ ამ დოკუმენტების შინაარსზე დაობდა.
ოპოზიციის მწვავე შეფასებებს და მოთხოვნებს არ ეთანხმება მმართველი გუნდი და ტექსტის საკუთარ ვარიანტს ლობირებს, რომელსაც "უფრო საინტერესოს" უწოდებს და "იურიდიულადაც გამართულად" მიიჩნევს.
თავისუფალმა დემოკრატებმა ერთიანი რეზოლუციის შექმნის აუცილებლობისკენ მოუწოდეს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს.
ვიკა დოლიძე მიიჩნვეს, რომ უმრავლესობისა და უმცირესობის დოკუმენტებიდან საერთო პოზიციის ჩამოყალიბება შესაძლებელია.
მთავრობის პოზიციას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში დღეს პარლამენტის შენობასთან ნაცინალური მოძრაობის ახლგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აპროტესტებდნენ.
აქციის მონაწილეებმა მმართველი კოალიციას პოლიტიკის შეცვლა მოსთხოვეს.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი