წულუკიანი: არასამთავრობოებისგან ვითხოვეთ იდეები და წინადადებები, თუ რა უნდა შეიცვალოს საარჩევნო კოდექსში
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს, ჩვენ, კომისიამ მივმართეთ სხდომაზე არასამთავრობო სექტორს, დამკვირვებლებს, ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და 15 ნოემბრამდე მათგან ვითხოვეთ იდეები და წინადადებები, თუ რა უნდა შეიცვალოს საარჩევნო კოდექსში იმისათვის, რომ ჩვენ, ზუსტად გაისად ამ დროს, თვითმმართველობის არჩევნებს შევხვეთ კიდევ უფრო მომზადებულები.