საქართველოს სახალხო დამცველი მოხეში მუსლიმების ლოცვის უფლებას ეხმიანება
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში სამართალდამცავებმა გადაკეტეს იმ შენობაში შესასვლელი, რომელშიც რამდენიმე დღის წინ ადგილობრივი მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა ლოცვა დაიწყეს.