ევროკავშირში დაიწყო ფინალური პროცედურა უკრაინისთვის 90 მლრდ ევროს გამოსაყოფად
ევროპის კავშირმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გადასაცემად. ეს საკითხი დღის წესრიგში შეიტანეს ევროკავშირის ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 22 აპრილს გაიმართება. საქმე ეხება ევროკავშირის მრავალწლიან ბიუჯეტში შესწორების შეტანას. ეს უკანასკნელი ტექნიკური ელემენტია, რომელიც აუცილებელია კიევისთვის კრედიტის გამოსაყოფად. როგორც Deutsche Welle იტყობინება, ამის შესახებ ორშაბათს, 20 აპრილს, განაცხადა კვიპროსის წარმომადგენელმა, რომლის ქვეყანა ევროპული საბჭოს მორიგე თავმჯდომარეა.
საკითხი სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი განხილვის გარეშე, რაც, როგორც წესი, იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები წინასწარ არიან თანახმა.
თუკი დოკუმენტს მოიწონებენ, ის გარკვეული ფორმალური პროცედურის გავლის შემდეგ საბოლოოდ იქნება მიღებული.
90 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფას უკრაინისთვის, რომელიც მეხუთე წელია აღუდგება წინ რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიას, დიდი ხნის განმავლობაში ბლოკავდა უნგრეთის ყოფილი მთავრობა ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით, რომელიც 12 აპრილს ჩატარებულ არჩევნებში დამარცხდა. უკანასკნელი იურიდიული ელემენტის დასამტკიცებლად გატანა იმაზე მიუთითებს, რომ ამ პროცესში გარკვეული წინსვლაა მიღწეული.