ლავროვი: უკრაინასთან მოლაპარაკება არ არის "პრიორიტეტი ნომერი ერთი"
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ დიპლომატიურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მოსკოვი "დადებითადაა განწყობილი" სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკების აღდგენის პერსპექტივასთან მიმართებით. თუმცა, ლავროვი დასძენს, რომ ამჟამად ეს რუსეთისთვის "არ წარმოადგენს პრიორიტეტს ნომერი ერთი".
"ჩვენ მოლაპარაკებს არ გავურბივართ. როცა ვინმე მომწიფდება, დაე - იყოს შემოთავაზება, ვნახავთ, რამდენად გვაწყობს ვადები, რამდენად გვაწყობს ადგილი, რომელსაც შემოგვთავაზებენ, როგორი იქნება შეტყობინება" - აღნიშნა ლავროვმა.
მანამდე კრემლის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მოლაპარაკებებში "პაუზაა" და ამას უკავშირებდნენ აშშ-ის და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წარმოებულ ომს.
აშშ შუამავლის ფუნქციას ასრულებდა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების რამდენიმე წინა რაუნდში, რომლებიც გაიმართა ელ-რიადში, დუბაისა და ჟენევაში. მხარეებმა ვერ შესძლეს შეთანხმების მიღწევა, უწინარესად ტერიტორიულ საკითხზე.