საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა აშშ-სა და ირანს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 14 აპრილს განაცხადა, რომ წინა დღეს ესაუბრა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მოუწოდა მათ ვაშინგტონსა და ირანს შორის მოლაპარაკებების განახლებისა და ნებისმიერი შესაძლო ესკალაციის შეჩერებისკენ.
სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მან დასძინა, რომ ჰორმუზის სრუტე უპირობოდ უნდა გაიხსნას, რაც შეიძლება მალე.
Reuters-ს მოჰყავს მისი სიტყვები: „ამ ვითარებაში, მოლაპარაკებები სწრაფად უნდა განახლდეს მთავარი დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერით”.
ისლამაბადში პაკისტანის შუამავლობით აშშ-ის და ირანის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრაზე შედეგისთვის არ მიუღწევიათ. ომის დასრულების პირობებიაჰორმუზისირანის მიერ ჩაკეტილი სრუტის გახსნა, ირანისთვის ზარალის კომპენსაცია, ასევე სანქციების ძალით ირანის გაყინული აქტივების თეირანისთვის გადაცემა. ერთ-ერთი მთავარი თემაა ირანის ბირთვული პროგრამა. ეს არის აშშ-ირანის უმაღლესი დონის მოლაპარაკებები 1979 წლის ისლამური
რევოლუციის შემდეგ. ეს არის პირველი პირდაპირი მოლაპარაკება 2015 წლის შემდეგ, როდესაც მათ მიაღწიეს შეთანხმებას ირანის ბირთვულ პროგრამაზე.