Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


ნეიტრალური ზონის მოქალაქე

ორ ქვეყანას - საქართველოსა და რუსეთს - შორის ნეიტრალურ ზონაში, თავის ავტომობილში ცხოვრობს კაცი, რომელიც არცერთი ამ ქვეყნის მოქალაქე არაა. უკვე ხუთი თვეა, ეს კაცი გამვლელი ავტომანქანების მძღოლების მიერ მიწოდებული საჭმლით იკვებება და არავინ იცის, მისი ეს ყოფა კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება.

აკრძალვა შესვლაზე და ბინად ავტომობილი45 წლის ალან გაცოევი თითქმის ექვსი თვეა "ზემო ლარსისა" და საქართველოს მხარეს არსებული "დარიალის" საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაში ცხოვრობს. მისი "სახლი" დაზიანებული, ძველი, ვერცხლისფერი, Audi-ის მარკის ავტომობილია. "სამზარეულო" წინა გვერდითა სავარძელთან მოთავსებული გაზქურაა. საწოლად უკანა სავარძელს იყენებს. მისი ამჟამინდელი მისამართია ნეიტრალური ზონა ორ ქვეყანას შორის, რომლებიც მიღებაზე უარს ეუბნებიან.

გაცოევი ეთნიკური ოსია. ტაჯიკეთის მოქალაქეს, ექვსი შვილის მამას, შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი და გულში სტენტი აქვს, გადატანილი ინფარქტის შემდგომი ოპერაციიდან. მისი მშობლები ჩრდილოეთ ოსეთში არიან დაკრძალული. ვლადიკავკაზში ცხოვრობენ მისი ოჯახის წევრები და ნათესავები.

"უკვე მეხუთე თვეა ამ პირობებში ვცხოვრობ, ესაა სახლიც და ყველაფერიც, უკანა სავარძლებზე მძინავს. მძღოლები რასაც მომაწვდიან, იმით ვიკვებები. აქ რაღაცებს ვიმზადებ, როცა რაიმე პროდუქტია... ზაფხულში კიდევ ასატანი იყო, ახლა სიცივე მოდის და არ ვიცი რა იქნება მერე", - ამბობს კაცი მოკლე ვიდეოში, რომელსაც ტელეგრამის არხი "Осетия - [æ]" ავრცელებს.

მას რუსეთში შესვლა აკრძალული აქვს, საემიგრაციო კანონმდებლობის დარღვევის გამო. საქართველოში შესვლის მცდელობის შემდეგ უკან დაბრუნებისას, გაცოევი ჩიხში აღმოჩნდა - მას საქართველოში შესვლაზე უარი უთხრეს და აღარც რუსეთში შეუშვეს. გამოქვეყნებულ ვიდეოებში ის არ განმარტავს საქართველოში არშეშვების მიზეზს. ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საფუძველი „სხვა მიზეზებია“ ხოლმე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ეხო კავკაზასთან“ ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.

ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტაჯიკეთის მოქალაქეს „მიგრაციის შესახებ კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის არაერთხელ დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა". 2021 წლიდან მას რუსეთის ფედერაციაში შესვლა აკრძალული აქვს. უწყებაში აცხადებს, რომ მას არც უცდია სტატუსის საკითხის მოგვარება და ქვეყანაში არალეგალურად მუშაობას განაგრძობდა.

„მიგრაციის დეპარტამენტში რუსეთის ფედერაციაში ლეგალიზაციის მოთხოვნის შესახებ მისგან მიმართვა არ შესულა“, - ირწმუნება ჩრდილოთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

2025 წელს ალან გაცოევმა სცადა აკრძალვა სასამართლოში გასაჩივრებინა, თუმცა სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა და აკრძალვა „კანონიერად და საფუძვლიანად“ მიიჩნია. ამასთან უწყება აღნიშნავს, რომ აკრძალვა დროებითია და მომავალში არ გამორიცხავს ოჯახის გაერთიანების შესაძლებლობას. თავად გაცოევი ამბობს, რომ 2024 წელს მას ქვეყანაში შესვლა ხუთი წლით აეკრძალა.

მის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ვიდეოში ის ჰყვება, რომ პირველად 2014 წელს დააკავებს ოპერაცია "მიგრანტი 2014-ის" ფარგლებში. თუმცა მაშინ მხოლოდ 2000-რუბლიანი (იმჟამინდელი კურსით დაახლოებით 25 აშშ დოლარი) ჯარიმის გადახდა მოუწია.

ოპერაცია „მიგრანტი-2014“ რუსეთში არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ჩატარებული ერთ-ერთი მასშტაბური კამპანია იყო. ოპერაციის ფარგლებში მხოლოდ მოსკოვში 14 000-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩაიყვანეს და შეამოწმეს. შედეგად, 10 000 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოვლინდა, რომელთაგან 4 000 საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევას ეხებოდა. რუსეთიდან დეპორტირებული იქნა დაახლოებით 1 900 ადამიანიც.

გაცოევმა რამდენჯერმე წარუმატებლად სცადა რუსეთის მოქალაქეობის მიღება. ასე ნელ-ნელა ის იქცა ადამიანად, რომელსაც რუსეთში შესვლა აქვს აკრძალული.

განაჩენი სისტემისთვისალან გაცოევის მდგომარეობა თვეების განმავლობაში უცნობი იყო. მასზე მხოლოდ მისმა ახლო ნათესავებმა იცოდნენ, სანამ უიმედო მდგომარეობაში მყოფმა ვიდეომიმართვა არ ჩაწერა და გაავრცელა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროგრამა "ეხო კავკაზას" უყვება ადამიანი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.

"ადამიანს შაქრიანი დიაბეტი აქვს თანმდევი დაავადებებით. ღმერთმა არ ქნას და ეს ადამიანი ნეიტრალურ ზონაში მოკვდეს, ეს მთელი სისტემისთვის განაჩენი იქნება, ეს კოლოსალური დარტყმა იქნება ოსი ხალხის იმიჯისთვის და ხელისუფლების ორგანოებისთვის".

მისი მოსაზრებით, პრობლემის გადაჭრა შესაძლებელი იყო ადრეულ ეტაპზე, მაგრამ "რუსული ბიუროკრატიული მანქანა განსაკუთრებით მკაცრია მოქალაქეობის არმქონე ადამიანების მიმართ".

"სპეციალისტების გარეშე, რომლებიც პროცესის მოდერირებას ახდენენ, ადამიანს მიმართულებას და გასაგებ "საგზაო რუკას" აძლევენ (ვინაიდან ჩვეულებრივი ადამიანისთვის რთულია იმის გაგება, თუ როგორ უნდა მოიქცეს, რა მოეთხოვება მას და რა დაარღვია ზუსტად), გარკვევა რთულია. საჭიროა იურისტის დახმარება. ექვსი შვილის მამას, ოსს, რომლის ოჯახიც აქ ცხოვრობს, ადვოკატის დაქირავების საშუალება არ აქვს და შედეგად აღმოჩნდა ამ სიტუაციაში.“

ჩრდილოეთ ოსეთის-ალანიის რესპუბლიკის პარლამენტის წევრმა სოსლან დიდაროვმა განაცხადა, რომ გაცოევი ნეიტრალურ ზონაში მოინახულა და მას საკვები და მედიკამენტები მიუტანა.

"ახლა ოსეთში, ეზოებსა და სახლებში სუფრა იშლება. სადღესასწაულო კვირა დაიწყო. ისმის ბრძნული სიტყვები, ლამაზი ლოცვები და სულში ჩამწვდომი სიტყვები. მაგრამ პირადად მე თავს ბევრად უფრო ოსად ვგრძნობ, როდესაც შემიძლია იმ ადამიანს დავუდგე გვერდში, ვისაც მხარდაჭერა სჭირდება. ან როდესაც ვინმე ჩემ გვერდით დგას, თუ მე მჭირდება მხარდაჭერა - სიტუაციები ხომ განსხვავებულია“, - დაწერა დიდაროვმა თავის Telegram-არხზე.

დეპუტატის სიტყვებით, ახლა "საჭიროა გავცდეთ მშრალ, ფორმალურ პასუხებს და ვაჩვენოთ ნამდვილი ჩართულობა - კანონის ფარგლებში, მაგრამ ადამიანური მიდგომით".

„არავის უნდა ცხოვრობდეს ნეიტრალურ ზონაში. უფრო სწორად - ცდილობდეს გადარჩენას. განსაკუთრებით თუ ის მრავალშვილიანი მამაა, შრომისმოყვარე და მუდმივი სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე. გვჯერა და ვიმედოვნებთ!“

"ეხო კავკაზამ" შეკითხვით დიდაროვსაც მიმართა. თუმცა სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის მისი პასუხის მიღება ვერ მოხერხდა.

გაცოევის ამბავში ზოგი საერთო პრობლემის ანარეკლს ხედავს. ოსი ბლოგერის, ალიკ პუხაევის თქმით, მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ოსები ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდანაც.

მიგრანტების პირველი ტალღის წარმომადგენლებმა, რომლებიც 1990-იან წლებში ჩავიდნენ, ასევე მეორე ტალღის, 2000-იანი წლების მიგრანტებმა, მოახერხეს მოქალაქეობის მიღება. ისინი კი ვინც ოსეთში მოგვიანებით, 2010 წელს, წესების გამკაცრების შემდეგ ჩავიდა, წააწყდა მიგრაციის მანქანას, რომელიც მუშაობს პრინციპით: „თუ ადვოკატს გადაუხდი - გადარჩები“.

"ზოგმა საკითხი გადაჭრა რუსეთის მოქალაქეზე დაქორწინებით, ზოგმა სხვანაირად. მაგრამ, როგორც ვხედავთ, ერთი ადამიანი აღმოჩნდა ორ ქვეყანას შორის გაჭედილი და ახლა სიკვდილის რისკის წინაშეა ნეიტრალურ ზონაში, ავტომობილში, უმწეოდ", - წერს პუხაევი თავის ტელეგრამის არხზე "Rajdian — [ӕ]".

გადარჩენის გზებიარსებობს საკითხის მოგვარების რამდენიმე გზა. ერთ-ერთია ჩრდილოეთ ოსეთის მოქალაქეობის მიღება, ამბობს წყარო ანონიმურობის პირობით. მაგრამ, მისი სიტყვებით, ესეც უკიდურესი ვარიანტია.

"როდესაც რუსეთში შესვლა იბლოკება და იმიგრაციის ორგანოები მკაცრ პოზიციას იკავებენ, ყველაზე მარტივი გზა შეიძლება იყოს სამხრეთ ოსეთის გავლით ტრანზიტი. (რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი. რედ.) თეორიულად, შესაძლებელია სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ჩართვა, რომ გაუფორმონ მას პასპორტი და შემდეგ, როგორც სამხრეთ ოსეთის მოქალაქეს, მას შეეძლება რუსეთში შესვლა და ყველა საკითხის მოგვარება. მაგრამ, სინამდვილეში, ეს ყველაზე რთული და კომპლექსური ვარიანტია. თუმცა რუსეთის ბიუროკრატიული აპარატის სირთულეების გათვალისწინებით, შესაძლოა ამავდროულად უფრო იოლი გზა იყოს, რუსეთის საემიგრაციო სამსახურთან ურთიერთობასთან შედარებით“, - უთხრა მან „ეხო კავკაზას“.

კიდევ ერთ ვარიანტზე საუბრობს ჩრდილოეთ ოსეთის ადამიანის უფლებათა ყოფილი კომისარი, ტამერლან ცგოევი - მოითხოვოს მოქალაქეობის თაობაზე განაცხადის საკითხის განხილვა პირდაპირ საზღვარზე.

"თუ ადამიანი საზღვარგარეთ მცხოვრები რუსი თანამემამულეა, მას უფლება აქვს გამარტივებული პროცედურის მეშვეობით მიიღოს რუსეთის მოქალაქეობა. ეს საკითხი მოითხოვს ჰუმანიტარული ინსტიტუტების, სასაზღვრო დაცვის სამსახურის უფროსისა და მიგრაციის სამსახურის სასწრაფო ჩარევას. არაჯანსაღი სიტუაციაა. ზამთარია კარს მომდგარი და იქ კიდევ მთებია ... ამ სიტუაციაში შეგვიძლია დამრღვევთან შემხვედრი ნაბიჯის გადადგმა და საზღვარზე მისი მონახულება, და მისგან განაცხადის მიღება რუსეთის ფედერაციაში სტატუსის ლეგალიზებისთვის“, - ციტირებს ცგოევის სიტყვებს Telegram-ის არხი "Осетия - [æ]".

კიდევ ერთი გზა ესაა რუსეთში ტაჯიკეთის საელჩოს ჩარევა, რომელსაც შეუძლია ისეთი დოკუმენტის გაცემა, რომელიც საშუალებას მისცემს გაცოევს, დატოვოს „ნეიტრალური ზონა“ და პირდაპირ ტაჯიკეთში გაფრინდეს.

მსგავსი რამ მოხდა 2025 წლის ზაფხულში, როდესაც რუსეთიდან ან მის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან დეპორტირებული ათობით უკრაინელი საქართველოს ტერიტორიაზე ტერმინალში გაიჭედა. ისინი საქართველოში არ შეუშვეს და მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ უკრაინის საელჩომ ზოგიერთ მათგანს სამშობლოში დასაბრუნებლად ე.წ. თეთრი პასპორტები მისცა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალან გაცოევის საქმეში რაიმე ფორმით იყოს ჩართული ტაჯიკეთის სამთავრობო ორგანოები, არ არსებობს.

ამასობაში, ძველი Audi, რომლის უკანა სავარძელზეც სულ რამდენიმე სტაფილო და ვაშლი გდია, ერთადერთი ადგილია, სადაც ადამიანი ხუთი თვის განმავლობაში ცხოვრობს და არ იცის, „მერე რა იქნება“.

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net