Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


კონგრესმენი კიტინგი: არის თუ არა პუტინი ომის დამნაშავე? სახელმწიფო მდივანი რუბიო: ვერ დავასრულებთ ომს ბატონ პუტინთან საუბრის გარეშე

21 მაისს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთ პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში მიმდინარე 2026 წლის ბიუჯეტზე სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციის მოსმენაზე დისკუსიის ერთ-ერთ საგნად იქცა რუსეთის მიმართ აშშ-ის პოზიციის მკაფიოობა. კომიტეტის წევრთა შეკითხვებს პასუხობდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. დემოკრატმა კონგრესმენმა უილიამ კიტინგმა განაცხადა, რომ აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია მკაფიო იყოს შეერთებული შტატების პოზიცია - „უბრალოდ უპასუხეთ ამ შეკითხვას: არის თუ არა რუსეთი აგრესორი უკრაინის ომში?“ - მიმართა კიტინგმა მარკო რუბიოს. მათი დიალოგი ასე გაგრძელდა:

რუბიო: რუსეთი შეიჭრა უკრაინაში.

კიტინგი: ანუ, ისინი არიან აგრესორები ამ ომში, სწორია?

რუბიო: ისინი შეიჭრნენ, დიახ.

კიტინგი: გმადლობთ, სერ. ვინაიდან, მნიშვნელოვანია ამ მკაფიოობის მიღება, რადგან პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინამ დაიწყო ეს ომი და ჩვენს მოკავშირეებს აქვთ უფლება ეს იცოდნენ. მეორე: პირი, რომელთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ - ვლადიმირ პუტინი არის თუ არა ომის დამნაშავე?

რუბიო: შეგვიძლია შევხედოთ მაგალითებს, რაც ხდება და ნამდვილად დავახასიათოთ ისინი, როგორც ომის დანაშაულები, თუმცა ჩვენი განზრახვაა ომის დასრულება.

კიტინგი: არის თუ არა ის ომის დამნაშავე?

რუბიო: ჩვენ ვერ დავასრულებთ ომს ბატონ პუტინთან საუბრის გარეშე.

კიტინგი: საკმაოდ მარტივია, არის თუ არა ის ომის დამნაშვე კაცი, რომელთანაც მოლაპარაკებები გაქვთ - ვლადიმირ პუტინი?! არის თუ არა ომის დამნაშვე?

რუბიო: ვცდილობ ვუპასუხო თქვენს შეკითხვას და ვამბობ, რომ ჩვენ ვცდილობთ ომის დასრულებას. არ არის მარტივი პასუხი.

კიტინგი: თქვენ აბუნდოვანებთ საკითხს. უბრალოდ, შეკითხვას უპასუხეთ.

რუბიო: შეკითხვას ვპასუხობ და ვამბობ, რომ ომის დანაშაულები, ეჭვგარეშეა, იყო ჩადენილი და იმის დასადგენად, ვინ არის პასუხისმგებელი, იქნება ანგარიშვალდებულების დრო და ადგილი. მაგრამ ახლა საქმე არის ომის დასრულება.

კიტინგი: ანუ, არ პასუხობთ შეკითხვას.

რუბიო: თუ ომს არ დავასრულებთ, ადამიანები დაიხოცებიან.

კიტინგი: არ პასუხობთ ჩმს შეკითხვას (თავიდან ვითხოვ ჩემს დროს). თქვენ ახლა ზიხართ ჩვენს წინაშე, როგორც სახელმწიფო მდივანი და დიდი ხანი არ გასულა იმ დროიდან, როცა თქვენ აქ იჯექით როგორც სენატორი იმ დროს სახელმწიფო მდივნად ნომინირებულ რექს ტილერსონთან და ზუსტად იგივე გარემოება იყო, ოღონდ შებრუნებული და თქვენ მას უსვამდით შეკითხვებს პუტინზე, რომელიც პირდაპირ თავდასხმებს ახორციელებდა სკოლებზე, ბაზრებზე, საავამდყოფოებზე, საბავშვო მოედნებზე. ახლა კი ამას ემატება ის, რომ მან გაიტაცა 20 ათასი ბავშვი, რაც არის მკაფიოდ ომის დანაშული. ასე რომ, მაშინ თქვენ იყავით ძალიან მკაფიო იმის თაობაზე, რომ ვლადიმირ პუიტინი ომის დამნაშავე იყო. ახლა აღარ არქმევთ ომის დამნაშვეს? სახელმწიფო მდივან ტილერსონს, როცა ის თქვენს მსგავსად აბუნდოვანებდა საკითხს, პასუხის შემდეგ უთხარით, რომ... მეორე შანსს გაძლევთ - არის თუ არა ვლადიმირ პუტინი ომის დამნაშავე?

რუბიო: უკვე გითხარით, რომ ომის დანაშაულები იყო ჩადენილი.

კიტინგი: არა, არ გითქვამთ არის თუ არა ის ომის დამნაშვე. მომისმინეთ, თქვენს სიტყვებს მოვიხმობ და არ არის საჭირო პასუხის გაცემა. იცით, რა უთხარით იმ დროს სახელმწიფო მდივნად ნომინირებულ ტილერსონს? თქვენ მას უთხარით, რომ ძალიან იმედგაცრუებული იყავით მისი უუნარობით ეღიარებინა, რომ პუტინი ომის დამნაშავე იყო. ეს თქვენი სიტყვებია, აღარ გვჭირდება თქვენი შეუსაბამო პასუხები.

რუბიო: არ მომეცით შესაძლებლობა პასუხის გაცემის.

ამის შემდეგ უილიამ კიტინგისთვის რეგლამენტით განსაზღვრული დრო ამოიწურა და მან სხდომის თავმჯდომარეს სთხოვა ოქმში შეეტანა უკრაინაში აშშ-ის აწ უკვე ყოფილი ელჩის ბრიჯიტ ბრინკის თვალსაზრისი, რომელიც, კიტინგის სიტყვებით, „სწორედ ამ ადმინისტრაციის მოქმედებების გამო გადადგა, 30-წლიანი საქმიანობის შემდეგ“.

სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კი კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ამოცანაა უკრაინაში ომის შეჩერება:

„პირველი: უკრაინის ომში იყო ჩადენილი დანაშაულები და დადგება პასუხისმგებლობაც, თუმცა ახლა ჩვენი მიზანია ამ ომის დასრულება. ნება მომეცით, გითხრათ: ყოველ დღე, როცა ეს ომი გრძელდება, მეტ ადამიანს კლავენ, მეტი ადამიანი სახიჩრდება და მეტი ომის დანაშაული ხდება. მეორე: არ ვიცი, ევროპელი მოკავშირეები როგორ იტყოდნენ ამას, რადგან მე ყოველდღე ველაპარაკები ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს. ვხვდები და უფრო მეტს ველაპარაკები გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა თუ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ვიდრე ჩემს საკუთარ შვილებს ვხედავ და ველაპარაკები ზოგიერთ დღეს“.

მოსმენაზე არაერთი კონგრესმენის შეკითხვები შეეხებოდა USAID-ის რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებსა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელების ამოცანას, ჩინეთისა და ირანის მიმართ პოლიტიკას.

21 მაისის მოსმენაზე კონგრესმენმა ჯო უილსონმა დასვა შეკითხვა საქართველოს შესახებ, რომელზე პასუხადაც მარკო რუბიომ განაცხადა: „არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს. ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს".

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net