Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


ორი სატელეფონო ზარი და ასობით დრონი - არასახარბიელო ვითარება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის

კრემლის ვებსაიტზე 18 მარტს, მოსკოვის დროით საღამოს ცხრის თხუთმეტ წუთზე გამოჩნდა ტექსტი, რომელიც აჯამებდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარს. პუტინი - ეწერა განცხადებაში - დათანხმდა აშშ-ის წინადადებას 30 დღით შეწყვეტილიყო რუსეთის დარტყმები უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე.
მაგრამ რუსეთის თვითმფრინავები ჰაერში დაფრინავდნენ სატელეფონო საუბრის დროსაც.
ზარის დასრულებიდან რამდენიმე წუთში უკრაინის ენერგეტიკის და სხვა სამიზნეებზე რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა ინტენსიური დარტყმები. მძიმედ დაზიანდა ორი საავადმყოფო - რომლებსაც, ფორმალურად, საერთაშორისო კანონმდებლობა იცავს. უკრაინამ სამხრეთ რუსეთში განთავსებულ ნავთობის მილსადენზე მიიტანა იერიში.
ერთი დღის შემდეგ, 19 მარტს, სატელეფონო საუბარი გაიმართა ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის - ზელენსკიმ თქვა, რომ თანხმდებოდა შემოთავაზებულ წინადადებას ცეცხლის შეწყვეტაზე. მაგრამ უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა, "თუ რუსები ნამდვილად აღარ დაარტყამენ ჩვენს ობიექტებს, ჩვენც არ დავარტყამთ მათსასო".
რუსეთმა დარტყმები გააგრძელა - 20 მარტს, დილით, მან უკრაინის წინააღმდეგ გაუშვა 170-ზე მეტი დრონი. უკრაინამ გრძელი რადიუსის დრონები გამოიყენა იერიშისთვის საფრენ ბაზაზე, სადაც რუსეთის გრძელი რადიუსის ბომბდამშენებია განთავსებული. გავრცელებული ცნობებით, უკრაინამ ახალი, გრძელი რადიუსის რაკეტებიც გამოიყენა გადამამუშავებელ საწარმოზე იერიშისთვის.
ამ ეტაპზე, შესაძლოა, დასკვნების გამოტანა ჯერ კიდევ ნაადრევი იყოს - მაგრამ შექმნილი ვითარება ცეცხლის შეწყვეტის სცენარს ნამდვილად არ ჰგავს. მომავალ კვირაში საუდის არაბეთშია დაგეგმილი რუსეთისა და ამერიკის "ტექნიკური გუნდების" შეხვედრა - და ეს გუნდები თუ ვერ შეთანხმდებიან კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებითაც ეს შეთანხმება უნდა "დაინერგოს და გაფართოვდეს", ამ ძალისხმევას - სავარაუდოდ - დიდი ხნის არსებობა არ უწერია.
"ამ ეტაპზე არც რუსეთს და არც უკრაინას არ აქვთ წამახალისებელი გარემოებები თავიანთი ოპერაციების ინტენსივობის შესამცირებლად" - ეუბნება რადიო თავისუფლებას (RFE/RL) მარია ენკვისტი, შვედეთის თავდაცვის კვლევის სააგენტოს რუსეთისა და ევრაზიის კვლევების ხელმძღვანელის მოადგილე.
აშშ-ში, ნიუპორტში მდებარე საზღვაო ომის კოლეჯის პროფესორი, ნიკოლას გვოზდევი ამბობს, რომ დარტყმები, რომლებიც სატელეფონო ზარებს მოჰყვა, მათთან პირდაპირ იყო დაკავშირებული.
"პუტინის მხრიდან, ეს იყო იმის დემონსტრირება, რომ რუსეთს მოსწონს დომინანტობის ესკალაცია და მას შეუძლია სადაც აირჩევს, იქ და იმ დროს განახორციელოს დარტყმები" - უთხრა გვოზდევმა RFE/RL-ს და დასძინა: "ზელენსკის მხრიდან, ეს აჩვენებდა, რომ მიუხედავად ტრამპის სიტყვებისა, თითქოს "უკრაინას [კარგი] კარტი არ უჭირავს", მას, რეალურად, კარტი კვლავ უჭირავს, კვლავ აქვს შესაძლებლობები... და რომ უკრაინა არანაირად არაა დამარცხების პირას".
პუტინს "არანაირი ნიშანი არ მოუცია, რომ მას ცეცხლის შეწყვეტა ნამდვილად სურს" - ამბობს დიკ ბერლინი - ნიდერლანდის საჰაერო ძალების გადამდგარი გენერალი.
"ვფიქრობ, იმის მიზეზი, რატომაც მან წამოაყენა ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტის წინადადება ისაა, რომ ეს თავად მას აყენებს ზიანს" - უთხრა ბერლინმა RFE/RL-ს. "უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებულია, მაგრამ რუსეთის ენერგიისა და ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებას - განსაკუთრებით ნავთობის - [რუსეთისთვის] მოაქვს ზიანი.
"რეალობასთან შეუსაბამო"რუსეთი უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს 2022 წლის ბოლოდან ახორციელებს - მათ შორის ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტებით, გრძელი რადიუსის დრონებით. ის მიზანში იღებს ელექტროსადგურებს, გადამცემ ხაზებს, ქვესადგურებს.
ამ სტრატეგიას, რომლის უპირველესი მიზანიცაა ზიანის უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობისთვის მიყენება, მიაწერენ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ყოფილ მეთაურს, გენერალ სერგეი სუროვიკინს - რომელსაც რუსეთში ერთ ხანს "გენერალ არმაგედონს" უწოდებდნენ.
ამ დარტყმების ფონზე, უკრაინას უჭირდა მოსახლეობის ელექტროენერგიით და გათბობით მომარაგება - მაგრამ რაღაც ფორმით ამას მაინც ახერხებდა, ადგილობრივი გამოგონებების და დასავლეთის მასშტაბური დახმარების ხარჯზე.
ამავდროულად, უკრაინამ გააძლიერა წარმოება დრონებისა, რომლებსაც სულ უფრო ხშირად იყენებს რუსეთის ენერგეტიკის ობიექტების წინააღმდეგ - ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების, მილსადენების. და, ცხადია, იყენებს სამხედრო ობიექტებზე თავდასხმებისთვის.
რუსეთს ასევე აშფოთებს გრძელი რადიუსის საკრუიზო რაკეტის, "ნეპტუნის" წარმოება უკრაინაში. ზემოთ მოხსენიებულ სატელეფონო საუბრებამდე რამდენიმე დღით ადრე ახალი რაკეტა გამოიყენეს რუსეთის შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ნავთობის გადამამუშავებელი საწარმოს წინააღმდეგ - აცხადებდა ზელენსკი.
ამის გამო კრემლი ცდილობს თავისი ენერგეტიკული ობიექტები როგორმე მოიხსნას უკრაინის სამიზნეთა სიებიდან - ამბობს ბერლინი.
პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბრის შემდეგ, იმავე დღეს, კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, პუტინის ბრძანება დაუყოვნებლივ დაინერგაო. რუსეთის კეთილი ნების ნიშნად პესკოვმა ისიც კი თქვა, რომ რუსეთის ძალებმა თავიანთი შვიდი დრონი ჩამოაგდეს.
თუმცა, სამხედრო ექსპერტებმა პესკოვის განცხადებაში ეჭვი შეიტანეს და თქვეს, რომ რუსეთის სამხედრო მეთაურებს შეეძლოთ აღეკვეთათ თავდასხმები და ნამდვილად შეეძლოთ თავიდან აერიდებინათ საავადმყოფოების მიზანში ამოღება, ექვსი საათის შემდეგ.
20 მარტის ღამით განხორციელებულ თავდასხმებს მალევე მოჰყვა ურთიერთბრალდებები.
პუტინის განცხადება "ძალიან შეუსაბამოა რეალობასთანო", თქვა ზელენსკიმ.
"ჩვენი შეფასებით, ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის წინადადებაა, უკვე დაარღვია კიევის რეჟიმმა" - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ სახელმწიფო ტელევიზიით.
თუმცა აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა მაინც ოპტიმიზმი გამოხატეს.
"ვფიქრობ, მშვიდობასთან, ცეცხლის შეწყვეტასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ სამი წლის განმავლობაში" - უთხრა უკრაინის საკითხებში თეთრი სახლის მთავარმა წარმომადგენელმა, კით კელოგმა მედიასაშუალება ABC News-ს.


"შეწყვეტის თეორია"რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრული მასშტაბით შეჭრით შექმნილი ზოგადი უნდობლობის ფონზე, ბუნდოვანი რჩება უფრო კონკრეტული საკითხებიც - კერძოდ, იყო თუ არა შეთანხმება, რომ ცეცხლის შეწყვეტა დაუყოვნებლივ ამოქმედდებოდა, და საერთოდ რას დათანხმდნენ მხარეები.
"თავს შევიკავებდი ბოლო კვირის მოვლენებს ვუწოდო თუნდაც პრელუდიის პრელუდია რეალური დისკუსიისკენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე" - უთხრა ენკვისტმა რადიო თავისუფლებას. "ნებისმიერი 'შეთანხმების' ტრაექტორია ამ მომენტში ძალიან მერყევია. კიდევ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს" - დასძინა ანალიტიკოსმა.
კრემლის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ შეთანხმება მიემართებოდა "ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას"; თეთრი სახლი აცხადებდა, რომ შეთანხმება ფარავდა "ენერგეტიკას და ინფრასტრუქტურას". ზელენსკი კიდევ უფრო ფართო განაცხადით გამოვიდა იმის თაობაზე, თუ რა უნდა იყოს დაცული დარტყმებისგან.
"ომის სრულად დამთავრებისკენ გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი შესაძლოა იყოს თავდასხმების შეწყვეტა ენერგეტიკაზე და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე" - წერდა უკრაინის პრეზიდენტი ტელეგრამით, ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.
"შეწყვეტის თეორიაში ორივე მხარეა დაინტერესებული" - ამბობს გვოზდევი.
"უკრაინას დრო დასჭირდება აღდგენისთვის და კონსოლიდირებისთვის, რუსეთი შეძლებდა მუშაობას სანქციების შესუსტებაზე; მაგრამ არც ერთ მხარეს არ აქვს ცეცხლის შეწყვეტის წინადადება, რომელიც ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. და ზუსტად არც ერთმა არ იცის რამდენად შორს წავიდოდა ტრამპი [შეთანხმებაზე] თანხმობის მოსაპოვებლად" - ამბობს ექსპერტი.
"პუტინს გულწრფელად რომ ჰქონდეს ომის შეწყვეტის სურვილი, ის ამ ომის შეწყვეტას დღესვე შეძლებდა. ის ამ ომის შეწყვეტას შეძლებდა სამი წლის წინ" - ამბობს ბერლინი. და დასძენს:
"პუტინს სურს უკრაინა დაბრუნდეს რუსეთის იმპერიაში. ის არ ეთანხმება ფაქტს, რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა. და ეს ძალიან ართულებს ისეთი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას, რომელიც მისაღები იქნებოდა უკრაინისთვისაც და რუსეთისთვისაც".

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net