Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


სტუდენტებმა თსუ-ს ეზოში კარავი დადგეს

წინააღმდეგობის მოძრაობის, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებმა თსუ-ს ეზოში კარავი გაშალეს. ისინი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.

„ერთად შევთანხმდით, გაგვეკეთებინა პროტესტის ახალი კერა. ეს ადგილი იმიტომ შევარჩიეთ, რომ ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი არის ახალგაზრდული განათლების კერა და აქ არ შემოუშვეს სტუდენტები და ამავდროულად ვნახეთ, გდდ-ს (შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი) ჯარი როგორ იდგა უნივერსიტეტის ეზოში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ცოტნე ღურწკაია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და წარმომადგენელი ორგანიზაციისა „ნება“.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თსუ-ს ეზოში დარჩებიან პარლამენტის პირველი სხდომის თარიღის გარკვევამდე, მოგვიანებით კი გადაწყვეტენ, რა სახე მისცენ პროტესტს.

„ეს იქნება აკადემიური სივრცე, იქნება ლექციები, ჩვენებები, მუსიკალური საღამოები“, - ამბობს ცოტნე ღურწკაია.

სტუდენტების თქმით, კარვის გაშლისას წინააღმდეგობას არ წასწყდომიან. უნივერსიტეტის ეზოში მიმდინარე საპროტესტო აქციას არ გამოხმაურებია თსუ-ს ადმინისტრაცია.


14 ნოემბერს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტი არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად საუნივერსიტეტო სივრცეში დარჩა და ღამე გაათენა. მათ მსგავსად ღამის უნივერსიტეტში გატარება სურდა თსუ-ს სტუდენტთა ერთ ნაწილს. 15 ნოემბერს გვიან საღამოს, თსუ-ს პირველ კორპუსთან ათეულობით პოლიციელი იყო მობილიზებული, მათ ახალგაზრდებს შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს.
19 ნოემბერს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც, მათი თქმით, ასახული იყო, როგორ შედიოდნენ საპოლიციო ძალები უნივერსიტეტის ეზოში გამთენიისას, აქციის დაშლის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე. თსუ-ში ახალგაზრდებმა შესვლა მოახერხეს 20 ნოემბერს, 02:00 საათზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ 18-19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ. შსს-ს განმარტებით, უნივერსიტეტის ეზოში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მას შემდგე შევიდნენ, რაც აქციის მონაწილეებმა ცეცხლის რამდენიმე კერა გააჩინეს. ამ ინფორმაციის საილუსტრაციოდ ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა სამეთვალყურეო ვიდეოკამერით გადაღებული ვიდეო, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მიაწოდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა მოითხოვა რექტორის, ჯაბა სამუშიას, როგორც მომხდარზე პასუხისმგებელი პირის, გადადგომა თანამდებობიდან.
19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიის დემონსტრანტებისგან გათავისუფლებისას, სამართალდამცავებმა 16 პირი დააკავეს. მათგან სამი მალევე გაათავისუფლეს. დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (მუხლი 173) და წვრილმან ხულიგნობას (მუხლი 166) ედავებოდნენ. ამ მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 3000 ლარამდე ან პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
დაკავებულთაგან სამი პირის სასამართლო სხდომა უკვე ჩატარდა 20 ნოემბერს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ერთ-ერთ დაკავებულს 2700- ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ორი დაკავებული კი 8-8 დღით ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა.
დაკავებულთა დიდი ნაწილი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს.
21 ნოემბერს შსს-მ გაავრცელა განცხადება 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით (სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული 21 წლის ახალგაზრდის შესახებ.
20 ნოემბერს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, დროებით დაშლილიყვნენ ახალი გეგმის შესამუშავებლად. ამას წინ უსწრებდა უნივერსიტეტთან ღამენათევი აქციის მონაწილეების იძულებით გადაყვანა პოლიციის მიერ ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილის გამზირზე 20 ნოემბერს, დილის 6 საათისთვის.



ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა. ამ შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი აქვს, ხოლო ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას - ჯამში 61 მანდატი:


„კოალიცია ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი;
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 16 მანდატი;
„ძლიერი საქართველო“ – 14 მანდატი;
„გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებს მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.

ევროკავშირი და აშშ საქართველოს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბებას იძიებს საქართველოს პროკურატურა, რომელსაც ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს.

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net