ისრაელი აცხადებს, რომ მიზანში ამოიღებს ჰეზბოლას ფინანსურ დანაყოფს
ჰეზბოლას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს აშშ, ხოლო ევროკავშირს "შავ სიაში" შეყვანილი ჰყავს მხოლოდ მისი სამხედრო განშტოება და არა პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ლიბანის პარლამენტში წარმომადგენლები ჰყავს.
ისრაელის არმიის პრესმდივნის, დანიელ ჰაგარის თქმით, არმია ბეირუთის სხვადასხვა ნაწილში მყოფი ადამიანებისთვის ევაკუაციის ბრძანებას გაავრცელებს - "ყველა, ვინც იქნება ჰეზბოლას ტერორისტული მოქმედებების დაფინანსებისთვის გამოყენებული ადგილების სიახლოვეს, დაუყოვნებლივ უნდა მოშორდეს მათ", - ვკითხულობთ განცხადებაში.