„აგენტების კანონს“ პირველი მოსმენით პარლამენტი დღეს უყრის კენჭს
საქართველოს პარლამენტში დღეს, 17 აპრილს, კენჭს უყრიან ე.წ. აგენტების კანონს, რომელმაც თბილისის ქუჩებში კიდევ ერთხელ გამოიყვანა ათასობით ადამიანი. პროცედურაზე სხდომის გახსნის წინ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.