„9 თვე ვიცხოვრეთ ერთად და ეს 9 თვე მეყო მთელი ცხოვრება“
თბილისში, სამების ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 12 ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მათგან ხუთი საძმო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. 1992-1993 წელს ომის დროს დაღუპულების ცხედრები ისევ წითელი ჯვრის დახმარებით იპოვეს.