ყოველდღიური აფირმაციები თავდაჯერებულობის ასამაღლებლად
არ არსებობს სტრატეგია ან რეცეპტი, რომელიც ყველა ადამიანისთვის ერთნაირია, როცა საქმე თავდაჯერებულობას და თვითშეფასების ამაღლებას ეხება. ზოგიერთი ამ თვისებებით იბადება, ზოგს კი მათი გამომუშავება უწევს. არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ რომელ გუნდში ხართ, ეს აფირმაციები ნებისმიერ შემთხვევაში დაგეხმარებათ.
კლინიკური ფსიქოლოგიის დოქტორი კარლა მარი მენლი ამბობს, რომ ამ ტიპის რიტუალი ადამიანს ნეგატიური აზრებისგან გათავისუფლებაში ეხმარება.
“მე ვიმსახურებ პირად სივრცეს”, – პირველ რიგში, თქვენ უნდა გაიაზროთ, რომ ინდივიდი ხართ და არ ხართ ვალდებული, სხვა ადამიანების მსგავსი იყოთ. სამყაროში ყველას საკუთარი ადგილი აქვს, ამიტომ პატივი ეცით თქვენს პიროვნებას და გაავლეთ საზღვრები, რომლებიც სხვებმა არ უნდა გადმოკვეთონ.
“მე ვაკეთებ ყველაფერს, რაც საჭიროა და ეს საკმარისია”, – საკუთარი თავის ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანია. არ შეიძლება, მუდამ მაქსიმუმს ველოდოთ მისგან. უნდა გააკეთოთ ის, რაც შეგიძლიათ და მართალი დარჩეთ თქვენს თავთან. ეს უკეთესს შედეგს მოგიტანთ, ვიდრე მიზნის მიღწევის პროცესში ყველაფერზე უარის თქმა.
“მე უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე წარმომიდგენია”, – ჩვენი გონება ხშირად გვეთამაშება და ნეგატიური აზრებით ცდილობს, დაგვაჯეროს, რომ რაღაცისთვის საკმარისად კარგები არ ვართ ან რაღაც ძალიან ცუდი შეიძლება მოხდეს. არასდროს მისცეთ ასეთ ფიქრებს თქვენზე დომინირების საშუალება. გაათავისუფლეთ გონება და იფიქრეთ მხოლოდ კარგზე. არ აქვს მნიშვნელობა ეს შეუძლებლად გეჩვენებათ თუ არა. უბრალოდ შეწყვიტეთ ნეგატიურად ფიქრი.
თუ ამ და სხვა პოზიტურ აფირმაციებს ყოველ დღე გაუმეორებთ თქვენს თავს, მაშინ მნიშვნელოვნად შეიცვლება თქვენი განწყობა, მენტალური ჯანმრთელობა და სულიერი მდგომარეობა.
წყარო: Best Life