მამუკა ხაზარაძე თბილისი-მოსკოვის რეისთან დაკავშირებით ბრალდებას პასუხობს
"რა ხდებოდა მოსკოვი-თბილისის რეისზე? ჯერ თქვენს პასუხს დაველოდები, მაგრამ მაინცდამაინც ნუ დაიწყებთ, სასწაული ანტიპუტინისტი რუსები ჩამოვიდნენ და იმათ ვხვდებოდითო. აბა გისმენთ", - დაწერა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა სოციალურ ქსელში და მონიშნა ხაზარაძე და მისი პარტია.
ხაზარაძემ იუმორით უპასუხა მის მიმართ ბრალდებას და "ფეისბუკში" დაწერა:
"გუშინ საღამოს ბათუმიდან ჩამოვფრინდი თბილისში, დილით გერმანიაში გამოვფრინდი.
ყველგან მოსკოვი როგორ გელანდებათ?!. თუ გინდათ, სელფსაც დაგიდებთ გერმანიის ლამაზი ხედებით, იქნებ მოსკოვისგან გაარჩიოთ", - თქვა მან და ბათუმი-თბილისის ბილეთის ფოტოები გაასაჯაროვა.