საბერძნეთი მასპინძლობს ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებს, შეხვედრას ზელენსკიც შეუერთდება
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი დედაქალაქში უმასპინძლებს არაოფიციალურ სადილს, რომელზეც მიწვეული არიან ბალკანეთის ცხრა ქვეყნის წარმომადგენლები, ისევე, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი, შარლ მიშელი.
პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, სადილზე იქნება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც - მას შემდეგ, რაც ის საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან გამართავს შეხვედრას.