უკრაინამ რუს გენერალ-პოლკოვნიკს ჩამოართვა 25 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ქონება
პოლტავის რეგიონში ჩამორთმეულია 20 კომერციული დაწესებულება, მათ შორის რესტორნები და სასტუმროები.
ბიზნესები გაფორმებული იყო კაპაშინის ქალიშვილისა და სიძის სახელებზე, რომლებმაც უკანონოდ მოიპოვეს რუსეთის მოქალაქეობა და რუსეთში წავიდნენ მანამ, სანამ მოსკოვი უკრაინაში სრული მასშტაბით შეიჭრებოდა.
კაპაშინის წინააღმდეგ უკრაინაში გამოძიება მიმდინარეობს, აგრესორი სახელმწიფოს მხარდაჭერისა და ტერორიზმის დაფინანსების მუხლებით.