ყველაზე შეუპოვარი ზოდიაქოს ნიშნები
ასტროლოგების აზრით, თხის რქა ზოდიაქოს ყველაზე უდრეკი ნიშანია. თუ მიზანს დაისახავს, ნებისმიერ ფასად მიაღწევს. ერთ დღეში იმაზე მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე სხვას ერთ წელში. თუ გინდათ კარგი შედეგი მიიღოთ, მაშინ საქმე მას უნდა მიანდოთ. იგი წარმოუდგენლად მომთმენია და ყოველთვის იცავს დისციპლინას.
როცა საქმე შეუპოვრობას ეხება, რა თქმა უნდა, მორიელი სიაში მოწინავეა. იგი გამოწვევების, ხიფათის, თავგადასავლების სიმბოლოა, რომელიც უკან არასდროს არაფერზე იხევს. პლუტონის ენერგია მას პიროვნულ სიმტკიცებს მატებს. მორიელის მენტალურად და სულიერად გატეხვა ძალიან რთულია.
კურო სტაბილურობის და პრაგმატულობის სიმბოლოა. ნებისმიერ გამოწვევას რქებით ეჯახება. იგი არ ჩქარობს მიზნების მიღწევას, დიდი მოთმინების უნარი აქვს, შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობის მქონეა. ყველაფერს გააკეთებს, რომ საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანებს ბედნიერება მოუტანოს.
წყარო: Best Life