“საქართველოსთვის”: 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გავერთიანდებით
გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არცერთ სხვა პოლიტიკურ სუბიექტთან არ გაერთიანდება. ამის შესახებ განცხადება პარტიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება. წერტილი”. – წერს პარტია საქართველოსთვის Facebook-ის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და “სტრატეგია აღმაშენებელმა” პოლიტიკური ალიანსი შექმნეს. გიორგი ვაშაძემ და ლევან ხაბეიშვილმა “გამარჯვების პლატფორმა” დააფუძნეს.