დღე ისტორიაში – 14 ივლისი
2018 წელს CBS-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მისი ყველაზე დიდი მტერია.
2015 წელს გამოიცა ჰარპერ ლის მეორე რომანი, “Go Set a Watchman”.
2008 წელს ლონდონში Batman’s “The Dark Knight”- ის პრემიერა შედგა.
2002 წელს საფრანგეთის პრეზიდენტ ჟაკ შირაკის მკვლელობა სცადეს.
1973 წელს როკ დუეტი Everly Brothers დაიშალა, მას შემდეგ, რაც ფილ ევერიმ გიტარა დაამტვრია და სცენიდან გაიქცა.
1951 წელს ფერარიმ პირველი გამარჯვება მოიპოვა 1951 წლის ბრიტანეთის გრან პრიზე.
1865 წელს ალპინისტებმა პირველად მიაღწიეს მატერჰორნის მწვერვალს.
1789 წელს საფრანგეთის რევოლუცია დაიწყო, როდესაც პარიზელები შეიჭრნენ ბასტილიის ციხეში.
1682 წელს ინგლისელი კომპოზიტორი ჰენრი პერსელი დაინიშნა ლონდონის სამეფო სამლოცველოს ორგანისტად.
წყარო/ფოტო: The Fact Site