დონალდ ტრამპის სასამართლო დასრულდა – აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბრალი არ აღიარა
მაიამის სასამართლოში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პროცესი ოფიციალურად დასრულდა.
ტრამპმა მის წინააღმდეგ წაყენებული 37 ბრალდება მოისმინა და არცერთი მათგანი არ აღიარა.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა სასამართლო დარბაზი უკვე დატოვა.
როდის გაიმართება შემდეგი სხდომა, ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტს საიდუმლო დოკუმენტების მითვისებასა და უკანონოდ შენახვას ედავებიან.
1 წლის წინ სამართალდამცველებმა დონალდ ტრამპის სახლიდან თითქმის 13 000 დოკუმენტი ამოიღეს