Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

ნიქსონი, გამსახურდია და დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, გაიმართა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი, რომლის შედეგების საფუძველზეც უზენაესმა საბჭომ მალევე, 1991 წლის 9 აპრილს, მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

31 მარტის რეფერენდუმით საქართველომ საბოლოოდ გააქარწყლა ორი კვირით ადრე გამართული ე.წ. სსრკ-ის შენარჩუნების თაობაზე ჩატარებული საკავშირო რეფერენდუმის შედეგები.

ამავე დროს, რეფერენდუმის ორგანიზების ხარისხითა და მისი შედეგებით, საქართველომ საბჭოთა პროპაგანდის გარღვევა და მსოფლიოს თანამეგობრობის ყურადღების მიპყრობაც შეძლო.

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო უწყებაც სწორედ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის დროს დაინტერესდა სერიოზულად საქართველოთი. შემთხვევით არ იყო, რომ ამერიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა (უფროსმა) რეფერენდუმის დღეებში საქართველოში მიავლინა თავისი წარმომადგენელი, ამერიკის 37-ე პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი, რომლის ვიზიტი უთუოდ მიანიშნებდა ამერიკის გაზრდილ ინტერესსა და რეალური ურთიერთობებისათვის გარკვეული საფუძვლის მომზადებაზე.

„ნიქსონის ჩამოსვლით ამერიკა მიანიშნებდა მოსკოვს, რომ იგი პატივს სცემდა და ანგარიშს უწევდა საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილებას ქვეყნის დამოუკიდებლობის სასარგებლოდ“ - შენიშნავს ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე.

რეფერენდუმის წინ...

საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ, სსრკ-ის შენარჩუნების მიზნით, 1991 წლის 16 იანვარს გამოსცა დადგენილება რეფერენდუმის მოწყობის თაობაზე, რომლის მიხედვითაც, 1991 წლის 17 მარტს საარჩევნო უბნებში მისულ „საბჭოთა მოქალაქეებს“ პასუხი უნდა გაეცათ შემდეგ კითხვაზე:

„თვლით თუ არა აუცილებლობად, რომ შენარჩუნდეს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, როგორც განახლებული თანასწორუფლებიანი სუვერენული რესპუბლიკების ფედერაცია, რომელშიც სრულად იქნება დაცული ნებისმიერი ნაციონალობის ადამიანის უფლებები?“

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, რომლის უმრავლესობას 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ (ზვიად გამსახურდიას გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური პარტიების ბლოკი) შეადგენდა, 1991 წლის 28 თებერვალს გამოცემული N166-1 დადგენილებით აკრძალა 17 მარტის საკავშირო რეფერენდუმის საქართველოს ტერიტორიაზე გამართვა. მეტიც, ამავე დადგენილებით, უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დანიშნა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი ერთადერთი კითხვით:

„თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“

მოგვიანებით, 17 მარტის საკავშირო რეფერენდუმის გაუქმებისა და 31 მარტის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დანიშვნის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ასე ახსნა:

„1919 წლისა და 1990 წლის არჩევნებით ქართველმა ხალხმა XX საუკუნეში უკვე ორჯერ დაადასტურა თავისი ნება - ჰქონდეს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა, ამიტომ საბჭოთა კავშირის შენარჩუნების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამასთან, ბუნდოვანია რეფერენდუმის კითხვა, გაურკვეველია, რას წარმოადგენს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის განახლებული ფედერაცია, მით უმეტეს, რომ მისი სტატუსი არც ერთი იურიდიული დოკუმენტით არ არის განსაზღვრული. გარდა ამისა, არ შეიძლება არსებობდეს სუვერენულ სახელმწიფოთა ფედერაცია. სსრკ კანონით რეფერენდუმის შესახებ ილახება საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტი, რადგანაც რესპუბლიკის მომავალი ბედი განისაზღვრება არა მისი მოქალაქეების, არამედ სსრ კავშირში შემავალი სხვა „მოკავშირე რესპუბლიკების“ მოსახლეობის გადაწყვეტილებით“.

საბოლოო ჯამში, „არსებული რთული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით“, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ დაადგინა:

არ გაიმართოს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს მიერ 1991 წლის 17 მარტს დანიშნული რეფერენდუმი.

რეფერენდუმის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, 1991 წლის 31 მარტს დაინიშნოს საქართველოს რესპუბლიკაში რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე ერთადერთი კითხვით: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე“.

ყველა დამოუკიდებლობის რეფერენდუმზე!

დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის გამართვის იდეამ ლამის მთელი საქართველო გააერთიანა. არადა, ამ დროისთვის ეროვნული მოძრაობა უკვე საფუძვლიანად იყო გახლეჩილი. 22 მარტს საქართველოს მწვანეებმა და საქართველოს ეროვნული თანხმობის ასოციაციამ გაავრცელეს ნიშანდობლივი მიმართვა, რომლის ადრესატები იყვნენ პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების წარმომადგენლები:

„იმის გამო, რომ რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება უკვე ოფიციალურად არის მიღებული (მიუხედავად ამ რეფერენდუმის მიზანშეწონილობისამდი განსხვავბეული შეხედულებებისა), თითოეული ჩვენთაგანის ვალია, ხელი შევუწყოთ მაქსიმალური შედეგის მიღწევას - დავანახოთ მთელ მსოფლიოს, რომ ყოველგვარი პარტიული თუ სხვაგვარი დაპირისპირების მიუხედავად, ჩვენ ყველას გვაერთიანებს ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის იდეა. მოვუწოდებთ საქართველოს მთელ მოსახლეობას, მხარი დაგვიჭიროს ჩვენი ჩანაფიქრის ხორცშესხმაში - რეფერენდუმამდე გარკვეული დროის განმავლობაში საქართველოში დამყარდეს რეალური თანხმობისა და სიმშვიდის პერიოდი“.

 

რეფერენდუმამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს მოსახლეობისადმი მიმართვა გაავრცელა „საქართველოს თავისუფალ დემოკრატთა კავშირმაც“:

„იმპერიის აგონიას ადასტურებს 17 მარტის რეფერენდუმი. კრემლმა თავად დააყენა საჯაროდ ეჭვის ქვეშ იმპერიის არსებობის მიზანშეწონილობა. ბოიკოტით 17 მარტის რეფერენდუმზე ჩვენ უარი ვთქვით: საბჭოთა ტოტალიტარულ იმპერიაზე, რომელმაც უბედურების მეტი არაფერი მოუტანა როგორც მასში მცხოვრებ ხალხებს, ასევე მთელ მსოფლიოს; სისხლიან ტერორზე და რეპრესიებზე, რომლებიც აუცილებელი თანმდევია სსრკ-ს არსებობისა; ხალხებისა და ადამიანების სრულ უუფლებობაზე განაგონ საკუთარი ბედი; უკიდურეს ეკონომიკურ გაჭირვებაზე, უმძიმეს სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებზე, რაც თან სდევს საბჭოთა რეჟიმს. და ბოლოს, უარი განვაცხადეთ იმაზე, რომ ჩვენი დარჩენილი სიცოცხლე, ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა, ჩვენმა შთამომავლებმა აღარ ვიცხოვროთ იმ ჯოჯოხეთში, რომელსაც სსრკ ერქვა 69 წლის განმავლობაში!“

„საქართველოს თავისუფალ დემოკრატთა კავშირის“ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ გურამ ბერიშვილი, გია ჟორჟოლიანი, ივლიანე ხაინდრავა, ასევე ნათქვამი იყო, რომ თავისი ნებით საქართველოს მოსახლეობას არასოდეს უთქვამს უარი დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობაზე და, რომ მას ეს უფლება ყველა სამართლის წესით გააჩნია, თუმცა უფლებას რეალიზაცია სჭირდება და ამისთვის 31 მარტის რეფერენდუმს დიდი მნიშვნელობა აქვსო:

„დღევანდელ საქართველოში მეტად რთული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობაა. საზოგადოებრიობასა და პოლიტიკურ ორგანიზაციებში დღეს არსებობს აზრთა სხვადასხვაობა არსებულ პრობლემათა მოგვარების შესახებ, მაგრამ 31 მარტი, ჩვენი აზრით, ის დღეა, როდესაც მთელი ქართველი ხალხი, საქართველოს მთელი მოსახლეობა ერთად, ერთ აზრზე უნდა იყოს. აქ საკითხი მარტივია - გვსურს თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობა. დადებითი პასუხი ნიშნავს არა რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას, არამედ ლოიალობას საქართველოსადმი, ჩვენი სამშობლოსადმი. უარყოფითი პასუხი, ჩვენი აზრით, ქართველი ხალხის ნების, ისტორიის წინააღმდეგ ნაბიჯის გადადგმას ნიშნავს. ...დამოუკიდებელი დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს აღდგენა გვევლინება საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა რეალურ გარანტიად. არაქართული მოსახლეობის აქტიური ჩართვა საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, ერთობლივი ბრძოლა დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისათვის, ურთიერთნდობისა და საქართველოში ჭეშმარიტი სამოქალაქო საზოგადოების აშენების საწინდარია“.

31 მარტის რეფერენდუმს მიეძღვნა არაერთი შეკრება და მასშტაბური მიტინგი მთელ ქვეყანაში. 28 მარტს უზენაესი საბჭოს შენობის წინ გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოსულმა ზვიად გამსახურდიამ კიდევ ერთხელ მიმართა საზოგადოებას:

„გვჯერა, რომ საქართველოს მთელი მოსახლეობა მონაწილეობას მიიღებს 31 მარტის რეფერენდუმში და მხარს დაუჭერს საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. მხოლოდ საქართველოს სრული პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობა იქნება ეკონომიკის აღმავლობის, ხალხის ცხოვრების დონის ამაღლების უტყუარი გარანტი“.

რეფერენდუმის შედეგები

საქართველოს თითქმის მთელმა მოსახლეობამ მართლაც მიიღო მონაწილეობა 31 მარტის რეფერენდუმში და მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალურმა სარეფერენდუმო კომისიამ 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები მალევე შეაჯამა:

რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 3 მლნ 334,3 ათასმა ადამიანმა ანუ ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90,7 %-მა;

სარეფერენდუმო კითხვას დადებითად („დიახ”) უპასუხა 3 მლნ 295,5 ათასმა ადამიანმა (99,08%-მა);

სარეფერენდუმო კითხვას უარყოფითად („არა”) უპასუხა 16,9 ათასმა ანუ 0,51%-მა.

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 347.175. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 61,27%-მა, კენჭისყრაში - 61,23%-მა. სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირა კენჭისყრის მონაწილეთა 97,73%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 59,84%-ს. უარყოფითად გადაწყვეტას - 1,42%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 0,87%-ს.

ცხინვალში, ყორნისისა და ჯავის რაიონებში რეფერენდუმი არ ჩატარებულა, მაგრამ საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რიცხვში გათვალისწინებულ იქნა ამ რეგიონის ამომრჩეველთა რაოდენობა. ცხინვალის რაიონში რეფერენდუმი ჩატარდა შვიდ სასოფლო საკრებულოს ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 11 376 იყო. გაიცა 10 182 ბიულეტენი, რომელთაგან ორი ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი გასცა 10180-მა ამომრჩეველმა.

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ სწორედ რეფერენდუმის ამ შედეგებზე დაყრდნობით გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, რაც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მაშინდელი პირველი მოადგილის აკაკი ასათიანის თქმით, ზვიად გამსახურდიას შორსმჭვრეტელური პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო:

„უზენაეს საბჭოს რეფერენდუმის გარეშე რომ გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა, ესეც სავსებით ლეგიტიმური იქნებოდა, რადგან ამ ლოზუნგით აგვირჩია ხალხმა, ასეთი იყო ხალხის ნება, მაგრამ ზვიადმა თქვა, რეფერენდუმით გავაკეთოთ, რათა აღარასოდეს იყოს საკამათოო. სულ გვეშინოდა, რომ რაღაც ტალღა მოვიდოდა და ხალხის რაღაც ნაწილი, როგორც 1921-ში, შეეცდებოდა უკან დაბრუნებას. ამის შიში გვქონდა. ზვიადი ამბობდა, რაც შეიძლება შორს უნდა გავიდეთ, რომ უკან ვეღარავინ დაგვაბრუნოსო. და ამაში იყო მართალი. ვეღარ ბედავს. ეს მისი დამსახურებაა“.

რიჩარდ ნიქსონი და დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

31 მარტს, როცა საარჩევნო უბნები ჯერ ისევ ღია იყო, საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, ზვიად გამსახურდიას სასტუმრო „მეტეხში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა:

„1969 წელს სწორედ პრეზიდენტ ნიქსონის ინიციატივით შემუშავდა ე.წ. გუამის დოქტრინა, რომელიც გულისხმობდა ამერიკის ჩარევას რეგიონალურ მოვლენებში. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ამერიკის მთავრობის ინტერესი საქართველოს მიმართ?“

ამ კითხვის პასუხად ზვიად გამსახურდიამ განაცხადა, რომ ოფიციალური ამერიკის ინტერესი ამჟამად მიმართულია არა ცენტრისკენ, არამედ საბჭოთა კავშირის რეგიონებისკენო და ამის დასტურად მოიტანა ნიქსონის საქართველოში ვიზიტი და მისი განცხადება, რომ საქართველოთი თეთრი სახლია დაინტერესებული.

„ამასვე ადასტურებს საბჭოთა კავშირში ვიზიტიც ბატონ ბეიკერისა, რომელიც არა მარტო გორბაჩოვს, რესპუბლიკის ხელმძღვანელებსაც შეხვდა“, - განაცხადა ზვიად გამსახურდიამ, რომელმაც სამი დღის განმავლობაში (29-31 მარტი) უმასპინძლა ამერიკის 37-ე პრეზიდენტს.

ზვიად გამსახურდიასა და რიჩარდ ნიქსონის შეხვედრის ამსახველი პრესრელიზი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრესცენტრმა 30 მარტს გამოაქვეყნა:

„ზვიად გამსახურდია მიესალმა რიჩარდ ნიქსონსა და ამერიკის დელეგაციას. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად მრავალი ხელისშემშლელი გარემოებისა, საქართველოს დიდი ხანია აქვს აშშ-თან პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობის სურვილი.

რიჩარდ ნისქონმა აღნიშნა, მას აქამდე არ ჰქონია საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა. ამერიკაში ქართველი ხალხი ცნობილია თავისი ბრძოლისუნარიანობით. ჩვენი ვიზიტი არ არის ოფიციალური ხასიათის, მაგრამ ჩვენ პრეზიდენტის დავალებით ვართ ჩამოსული და გვევალება საქართველოს პოლიტიკური ვითარების მისთვის გაცნობა. თქვენგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საჭირო დელეგაციების გაცვლას ინტენსიური ხასიათი მიეცეს, ურთიერთდამოკიდებულება საქართველოსთან იქნეს არა ისეთი, როგორიც საბჭოთა კავშირთან იყო. ეს იქნება არსებითად ახალი სახის ურთიერთკავშირი. ამერიკის მხარე დიდად არის დაინტერესებული საქართველოსთან ურთიერთობით.

ზვიად გამსახურდიამ აღნიშნა, რომ არ არსებობს საბჭოთა ერი, არსებობს იმპერიის მიერ დაპყრობილი ერები. რესპუბლიკებში გაძლიერდა ბრძოლა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დემოკრატიული მსოფლიოს უპირველესი ამოცანაა ისეთივე დიდი როლი შეასრულოს იმპერიისგან დაპყრობილი ხალხების განთავისუფლებაში, როგორც ქუვეიტის განთავისუფლებაში შეასრულა. რასაკვირველია, ეს გულისხმობს დახმარებას მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური საშუალებებით და გამორიცხავს ძალისმიერ ჩარევას. სსრკ-ში შემავალი ხალხებისადმი დახმარება, რომელთა ეროვნული არსებობაც საფრთხეშია, იქნება იმ მისიის აღსრულება, რომელიც ეკისრება აშშ-ს მთელი მსოფლიოს წინაშე. ეს არის ადამიანის და ერების უფლების, გაეროს წესდების დაცვის, ჰელსინკის ხელშეკრულების შესრულების მისია.

რიჩარდ ნიქსონმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამერიკელი ხალხი და მთავრობა დიდ პატივს სცემენ ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას. მან იმედი გამოთქვა, რომ გარდამავალი პერიოდი საქართველოში უსისხლოდ დამთავრდა.

ზვიად გამსახურდიამ კვლავ ხაზი გაუსვა იმას, რომ მსოფლიოს დიდმა სახელმწიფოებმა არ უნდა დაუშვან კრემლის ძალადობა რესპუბლიკების მიმართ.

რიჩარდ ნიქსონმა აღნიშნა - ამერიკას ყოველთვის მიაჩნდა, რომ ყოველმა ხალხმა, მის მიერ არჩეულმა მთავრობამ, თვითონ უნდა განაგოს თავისი ბედი“.

რიჩარდ ნიქსონის თბილისში ჩამოსვლამდე ორი კვირით ადრე, 15 მარტს, ზვიად გამსახურდია მოსკოვში, ამერიკის ელჩის, ჯეკ მეტლოკის რეზიდენციაში შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჯეიმს ბეიკერს, რომელსაც დაახლოებით იგივე უთხრა, რაც ნიქსონს თბილისში ყოფნისას. ბეიკერის მოსკოვში სტუმრობა დაემთხვა საბჭოთა კავშირის შენარჩუნების რეფერენდუმს, რასაც არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელ დასავლეთში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რადგან ხანგრძლივი დაპირისპირების (ცივი ომის) შემდეგ მიმდინარეობდა საბჭოთა კავშირთან დაახლოების პროცესი. დასავლეთში სჯეროდათ, რომ გორბაჩოვის პერესტროიკა და დემოკრატიული რეფორმები თვისებრივად შეცვლიდა ვითარებას, თუმცა ზვიად გამსახურდიამ თავის 10 წთ-იან სიტყვაში განსხვავებული სურათი დახატა.

„გამსახურდიამ აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირში არავითარი რეფორმები აღარ მიმდინარეობს, პირიქით ხდება მობრუნება ტოტალიტარული სახელმწიფოს ძველი პრაქტიკისა და მეთოდებისაკენ. რაც გამოიხატება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობათა ჩახშობაში. დღევანდელი საბჭოთა ხელისუფლება ცდილობს დასავლეთის მოტყუებას ვითომცდა განახლებული ე.წ. სუვერენულ სახელმწიფოთა ფედერაციის შექმნით, რაც სხვა არაფერია, თუ არა ნეოკოლონიალიზმისა და იმპერიული სტრუქტურების შენარჩუნების მორიგი ცდა და ლეგალიზაცია“, - ვკითხულობთ საქართველოს უზენაესი საბჭოს პრესცენტრის მიერ 1991 წლის 18 მარტს გავრცელებულ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც ზვიად გამსახურდიამ ასევე აღნიშნა, რომ "ამერიკის შეერთებული შტატები ის ქვეყანაა, რომელმაც დედამიწის ზურგზე მოსპო მონობა, დაიცვა პიროვნების უფლებანი და თავისუფლებანი, დღეს კი მას უდიდესი მისია აკისრია - მან უნდა მოსპოს ხალხთა მონობა, უნდა იხსნას დამონებული ერები და ხელი უნდა შეუწყოს მათ განთავისუფლებას".

პრესრელიზის მიხედვით, ჯეიმს ბეიკერმა მდუმარებით მოისმინა ეს არგუმენტები და არავითარი საწინააღმდეგო შენიშვნა არ გამოუთქვამს, მხოლოდ დასძინა, რომ მისი აზრით მაინც გარკვეული რეფორმები გატარდა საბჭოთა კავშირში, თორემ ეს შეხვედრაც არ გაიმართებოდაო. შემდეგ მან დაუსვა კითხვა ზვიად გამსახურდიას: იქნება თუ არა ნამდვილი რეფორმა, მაგალითად, საბჭოთა კავშირიდან გასვლის კანონის სრულყოფა და მისთვის უფრო სამართლიანი ფორმის მიცემა, რაზედაც ზვიად გამსახურდიამ მიუგო, რომ მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დაიჯერებს საბჭოთა კავშირში მიმდინარე რეფორმების რეალობას, მით უმეტეს, თუ ასეთი კანონი ოდესმე განხორციელდება პრაქტიკაში რომელიმე ერის მიმართ.

ბეიკერსა და გამსახურდიას შორის ასევე გაიმართა ხანმოკლე პირადი საუბარიც, რომლის მსვლელობისას ზვიად გამსახურდიამ ამერიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი თბილისში მიიწვია, თუმცა მანამდე საქართველოს ესტუმრა რიჩარდ ნიქსონი, რომელსაც რეფერენდუმის დღეს, როგორც ერთ-ერთმა გაზეთმა დაწერა, საარჩევნო უბანზე ყოფნისას უთქვამს, უფლება რომ მქონდეს, სიამოვნებით მივცემდი ხმას საქართველოს დამოუკიდებლობასო.

რეფერენდუმის შემდეგ

რიჩარდ ნიქსონმა საქართველოს დამოუკიდებლობას ხმა ვერ მისცა, თუმცა მისმა ვიზიტმა ბევრად მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა, რადგან ამ ფაქტმა მოსკოვს რეფერენდუმის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების საშუალება მოუსპო. „ამერიკამ თავის პოლიტიკურ თვალსაწიერში მოაქცია დამოუკიდებლობის გზაზე მდგარი „ურჩი“ რესპუბლიკა და სხვებსაც მიანიშნა ამის შესახებ, მოკავშირეებსაც და კონკურენტებსაც“, - წერს დიმიტრი შველიძე ნაშრომში „პოლიტიკური დაპირისპირებები და ეროვნული ხელისუფლების დამხობა საქართველოში“.

თუმცა, 1991 წელს, როცა დასავლეთი და საბჭოთა კავშირი დაახლოების პროცესში იყვნენ, ვაშინგტონი თავს იკავებდა მოსკოვის ზედმეტად გაღიზიანებისაგან. 1991 წლის გაზაფხულზე ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლები აშშ-ში იმყოფებოდნენ, მაგრამ გაწბილებული დარჩნენ სათანადო მხარდაჭერის მიუღებლობით. ასეთივე განწყობით დაბრუნდა ამერიკიდან საქართველოს უზენაესი საბჭოს დელეგაციაც (აკაკი ასათიანი, თედო პაატაშვილი, მერაბ ურიდია, თამაზ გამყრელიძე).

„აშშ-ში ყოფნისას 42 სენატორს შევხვდით, მხოლოდ ორმა გვითხრა, სწორი ხართ, დამოუკიდებლობა მოითხოვეთო, დანარჩენი ყველა გვეუბნებოდა, კარგია გორბაჩოვი და პერესტროიკა, მიჰყევით მათო“, - განაცხადა წლების შემდეგ უზენაესი საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, თედო პაატაშვილმა, რომლის თქმითაც, 31 მარტის რეფერენდუმმა დასავლეთის ამგვარი დამოკიდებულებაც მნიშვნელოვნად შეცვალა, თუმცა საბოლოო გარდატეხა მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოხდა, მანამდე დასავლეთი ცნობდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიულ მთლიანობას და ე.წ. მოკავშირე რესპუბლიკებს მის შემადგენელ ნაწილებად მიიჩნევდა.

1991 წლის აპრილში საფრანგეთიდან დაბრუნებულმა საქართველოს მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გოგი ხოშტარიამაც განაცხადა, რომ დასავლეთი თავისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე უფრთხის საბჭოთა კავშირში მიმდინარე პროცესების დაჩქარებასო:

„მას აშინებს იმ ძვრების მასშტაბი, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ამხელა სახელმწიფოს დაშლამ. ამიტომ არიდებს თავს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეებში ჩარევას და იმ საბაბით, რომ უპირატესობას რეფორმატორულ გზას ანიჭებს, მხარს უჭერს გორბაჩოვის ოფიციალურ პოლიტიკას“.

1991 წლის ივლისში აშშ და საბჭოთა კავშირი აფორმებენ სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებას. ამ დროს მოსკოვში ჩასული ამერიკის პრეზიდენტისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სსრკ-ის ხელმძღვანელობასთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნებას. სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ ამბობს ჯორჯ ბუში, რომ არ დაეხმარებიან იმ ქვეყნებს, რომლებიც აღვივებენ ეროვნებათაშორის სიძულვილზე დამყარებულ თვითმკვლელ ნაციონალიზმსო. ბუში არ ასახელებს ქვეყანას, თუმცა მთელი რიგი ნიშნებით ყველა ხვდება, რომ მოსკოვში ამერიკის პრეზიდენტს დაახვედრეს მწვავე ანტიქართული განწყობა, რომლისთვისაც, როგორც დიმიტრი შველიძე წერს, ბუშს ანგარიში უნდა გაეწია, ასეთი იყო იმჟამინდელი საერთაშორისო და გეოპოლიტიკური კონტექსტი, რომელიც მხოლოდ 1991 წლის დეკემბრის ბოლოს, საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად შეიცვალა, თუმცა 31 მარტის რეფერენდუმმა შემდეგაც არაერთხედ დაიცვა საქართველოს დამოუკიდებლობა და, როგორც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა და რეფერენდუმის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა. აკაკი ასათიანმა განაცხადა, დღესაც იცავს და სამომავლოდაც დაიცავს.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Архангельская область подключается к марафону "Сила России"



VIP

Улыбка сделала слушателя «Юмор FM» миллионером






Новости 24 часа

Весь мир чипировали умом Ленина?! Раскрыта загадка Мавзолея В.И. Ленина. Проект "Святой Ленин".



Game News

Четвёртое дополнение Age of Wonders 4: Eldritch Realms завершит первый цикл поддержки игры



Москва

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.



News Every Day

Where to find Real Madrid vs Dortmund on US TV: June 1, 2024



Блоги

Тысячи активистов разгромили офис Socar в Стамбуле, обвинив «Азербайджан» в поддержке геноцидальной политики Израиля в Палестине



Москва

Недобросовестного собственника земель в Красногорске привлекли к ответственности



Елена Волкова

Книжные новинки, лаборатория текста и иллюстраций — ждут гостей Московского детского фестиваля искусств «НЕБО»



Москва

«Период возможностей и обновления»: как обернуть кризис среднего возраста в свою пользу



Ролан Гаррос

Теннисистка из Пятигорска вышла в четвёртый круг турнира Большого шлема



Москва

В филиалах АО "Желдорреммаш" прошли мероприятия ко Дню защиты детей



VK Fest

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России



Симферополь

Библиотечный бульвар «Любуюсь и горжусь тобой, любимый город» ко Дню города Симферополя



Москва

В филиалах АО "Желдорреммаш" прошли мероприятия ко Дню защиты детей



Москва

Собянин открыл пешеходную галерею между станциями метро и МЦД-4 Кутузовская



Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Свыше 5,2 миллиона жителей Московского региона получают набор социальных услуг в натуральном виде



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Юбилейный Международный форум «Экология» пройдет в Москве 4 и 5 июня





Путин в России и мире
Москва

Песков: Москва и Пекин намерены продолжать диалог по поставкам газа


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

«Генерал КГБ»: Лукашенко на закрытом совещании объявил, что скоро вступит в войну




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

В Киеве допускают, что Зеленский может не попасть на саммит G7 в Италии


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Песня

В селе Тургиново Тверской области стартует Всероссийский фестиваль-марафон «Песни России»



Москва

Володин: в государствах ОДКБ созданы все условия для проведения демократических выборов

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net