ნიკოლოზ რაჭველი: დიდი სიხარულის დღეებია ჩვენი ქვეყნის მუსიკალურ ცხოვრებაში
ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში გიორგი გიგაშვილის ვიდეოს ავრცელებს, რომელიც რუბინშტეინის კონკურსის ფინალშია და წერს:
“გიგაშას ფინალი რუბინშტეინის კონკურსის ფინალში. მართლაც საოცრად დაუკრა ყველა ტური!!! ჟიურის შედეგები ხვალ გამოცხადდება. საერთაშორისო პუბლიკა მხოლოდ მას წამოუდგა ფეხზე, რაც თითქმის არ ხდება ხოლმე კონკურსებზე. პრესა კი პიდაპირ უწოდებს გიორგის გენიას საქართველოდან.აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ დაწესებულია მაყურებელთა პრიზი, რომლის მოსაპოვებლად ჩვენ შეგვიძლია ვიაქტიუროთ. ამისათვის გთხოვთ გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე: http://bit.ly/3LYaM8u , დააკოპირეთ ციფრები და შემდგომ ლოგოს რომ დააჭერთ გადახვალთ ხმის მიცემის გვერდზე სადაც მონიშნავთ გიორგი გიგაშვილს და მისცემთ თქვენს ხმას.
დიდი სიხარულის დღეებია ჩვენი ქვეყნის მუსიკალურ ცხოვრებაში და ჩემთვის მთლად ენით აუწერელი ბედნიერება, რადგან ეს ყველაფერი ჩემს უახლოეს და უძვირფასეს მეგობარს ეხება…