რა მოხდა მსოფლიოში 31 მარტს
ფაქტები
2018 წელს სომხური რევოლუციის პირველი პროტესტი დაიწყო.
1999 წელს ლეგენდარული ფილმი The Matrix გამოვიდა შეერთებულ შტატებში და შემოსავალმა 460 მილიონ დოლარს გადააჭარბა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
1999 წელს ასევე ყველასთვის საყვარელი რომანტიკული კომედია “10 Things I Hate About You” გამოვიდა.
1991 წელს საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა რეფერენდუმი, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე.
1988 წელს ტონი მორისონმა მიიღო პულიცერის პრემია რომანისთვის “Beloved”.
1981 წელს პირველად გაიმართა “ოქროს ჟოლოს” დაჯილდოება.
1971 წელს Starbucks-ის პირველი ლატე დამზადდა ვაშინგტონში.
1923 წელს ნიუ-იორკში პირველი საცეკვაო მარათონი ჩატარდა.
1889 წელს ეიფელის საკულტო კოშკი ოფიციალურად გაიხსნა.
1736 წელს Bellevue Hospital-მა გახსნა NYC Almshouse, პირველი საჯარო საავადმყოფო აშშ-ში.
1657 წელს ბრიტანეთის პარლამენტმა ოლივერ კრომველს ბრიტანეთის ტახტი შესთავაზა.
ცნობილი ადამიანები
1685 წელს დაიბადა გერმანელი კომპოზიტორი იოჰან სებასტიან ბახი.
1939 წელს დაიბადა საქართველოს ეროვნული გმირი და პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.
1971 წელს დაიბადა შოტლანდიელი მსახიობი ევან მაკგრეგორი.
წყარო: The Fact Site