ვინსენტ ვან გოგის სევდიანი ისტორია
ვინსენტ ვან გოგი დაიბადა 1853 წლის 30 მარტს, ნიდერლანდებში.
მის წინ კიდევ ერთი ვინსენტ ვან გოგი იყო – მისი ძმა, რომელიც მშობიარობის დროს გარდაიცვალა, მშობლებმა მასაც იგივე სახელი დაარქვეს.
სიცოცხლის განმავლობაში ვან გოგმა შექმნა 2100-მდე ნამუშევარი, რომელთაგან 860 ზეთში იყო შესრულებული. მათი უმეტესობა სიცოცხლის ბოლო 2 წლის განმავლობაში შეიქმნა.
ვინსენტმა ხატვა 27 წლის ასაკში დაიწყო. იგი თვითნასწავლი გახლდათ, მხოლოდ გარდაცვალებამდე 4 წლით ადრე ესწრებოდა გააკვეთილებს ანტვერპენის ხელოვნების სკოლაში.
სამხატვრო სკოლაში სწავლის დროს მას ინსტრუქტორთან უსიამოვნება შეექმნა ხატვის არატრადიციული სტილის გამო.
ვან გოგმა დახატა 30-ზე მეტი ავტოპორტრეტი.
თავდაპირველად ვინსენტი ფიქრობდა, რომ მამამისის მსგავსად პასტორი უნდა გამხდარიყო.
ცოტა ხნის წინ, ვან გოგის ერთ-ერთ ნახატში ჩარჩენილი კალია იპოვეს – საღებავი მას 100 წლის განმავლობაში ინახავდა.
სიცოცხლეში ვან გოგმა გაყიდა მხოლოდ ერთი ნახატი, წითელი ვენახი. ის ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა.
ვან გოგს ჰქონდა მრავალი დაავადება, მათ შორის ეპილეფსია, ჰალუცინაციები და ფსიქიკური პრობლემები.
სიცოცხლის განმავლობაში ვინსენტმა დაწერა 800-ზე მეტი წერილი, ძირითადად წერდა ძმას, თეოს, რომელიც ასევე მისი უახლოესი მეგობარი იყო.
თეო ვან გოგს თითქმის მთელი სიცოცხლის მანძილზე ფინანსურად ეხმარებოდა.
ვინსენტი ძმისგან მიღებულ თანხას სამხატვრო ნივთებზე ხარჯავდა, რის გამოც ცუდად იკვებებოდა და სიღარიბეში ცხოვრობდა. მისი ძირითადი საკვები პური, ყავა და თამბაქო იყო.
ერთ-ერთი ეპილეფსიური შეტევის დროს იგი მეგობარს დაესხა თავს, თუმცა ეს უბედურება იმით დასრულდა, რომ მან საკუთარი ყური მოიჭრა.
მხატვარს ბედი არც სიყვარულში სყწალობდა. მან ერთ ქვრივ ქალს შესთავაზა ცოლობა, თუმცა უარი მიიღო.
ასევე ვან გოგს თავისი მეზობლის ქალიშვილი შეუყვარდა, თუმცა ოჯახს იგი არ მოსწონდა. გოგონამ თავის მოკვლა სცადა, თუმცა ვინსენტმა მისი საავადმყოფოში გადაყვანა მოასწრო.
მან სიცოცხლე თვითმკველობით დაასრულა. იგი მინდორში ხატავდა, როდესაც საკუთარ თავს ესროლა. ვინსენტმა სახლში მისვლა და ოთახში ასვლა მოასწრო.
სროლის შემდეგ მხატვარმა 30 საათის განმავლობაში იცოცხლა. ბოლო წუთები ძმასთან გაატარა, რომელმაც მოისმინა მისი ბოლო სიტყვები: „სევდა სამუდამოდ გრძელდება“.ვა
თეოს მეუღლემ შეაგროვა ვინსენტის ნახატები და წერილები და აიღო ვალდებულება გაევრცელებინა მისი შემოქმედება.
ვინსენტსა და მის ძმას თეოს შორის ურთიერთობა იმდენად ძლიერი იყო, რომ ვინსენტის გარდაცვალების შემდეგ თეო მძიმე დეპრესიაში ჩავარდა. იგი 4 თვის შემდეგ გარდაიცვალა.
წყარო/ფოტო: The Fact Site