Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

აქციაზე ყოფნა უკვე დანაშაულია - როგორ განიხილავს სასამართლო მარტის აქციებზე დაკავებულების საქმეებს 

ე.წ. “აგენტების კანონის” წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებზე 133 დაკავებულიდან ზოგიერთის სასამართლო პროცესი ჯერაც არ გამართულა, მათ უმეტესობას კი, ვინც უკვე წარსდგა სასამართლოს წინაშე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელების დაუმორჩილებლობისთვის 2 000-ლარიანი და მეტის ოდენობის ფულადი ჯარიმები დაეკისრათ. აქციების მონაწილეები და უფლებადამცველები რადიო თავისუფლებას სასამართლო პროცესების მიმდინარეობაზე უყვებიან.

“პოლიციელები წუწუნებენ თუ გინდათ პატივი გვცეთ არ გამოხვიდეთ აქციებზე, ოთხი დღე ღამე სახლში არ ვყოფილვართ ცოლშვილი არ გვინახავს თქვენ გამოო. მეთქი თქვენს გამოც ვიდექით რუსთაველზე, უკეთესი მომავალი რომ გქონდეთ და არავის მონა იყოთ, ხელფასებიც ადამიანური გქონდეთ-თქო;

არა, არ გვინდა ხელფასების მომატება, ვიმყოფინებთ ოღონდ თქვენ არ გამოხვიდეთ აქციაზეო და აი ეს ხალხი გაბოროტებულები იმის გამო რომ სახლში ვერ მიდიან და აქციაზე დგომა უწევთ ჩვენს სამწყემსად, ვინც მოხვდებათ ხელში ყველას აკავებდნენ” - უყვება რადიო თავისუფლებას თეკო მეგენეიშვილი. ის თავადაც მონაწილეობდა “აგენტების კანონის” მიღების საწინააღმდეგო აქციებში და შემდეგ უკვე სასამართლოში იცავდა დაკავებულებს. თეონას დაცვის ქვეშ მყოფებიდან 2 სტუდენტს სასამართლომ უკვე შეუფარდა 2 000 ლარიანი ჯარიმა. აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტები პოლიციამ 8 მარტს, დაახლოებით საღამოს 6 საათზე დააკავა ინგოროყვას ქუჩაზე, როცა ისინი აქციიდან სახლში ბრუნდებოდნენ. სასამართლოზე ჩვენების მიცემისას სამართალდამცველებმა თქვეს, რომ სტუდენტები მათ “მონებს” ეძახდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.

“[პოლიციელებმა] პირდაპირ უთხრეს, აღიარეთ, დაგვეთანხმეთ, ბოდიში მოიხადეთ და გაფრთხილებით გამოგიშვებთ მოსამართლე. ამათ ოქმი რომ წაიკითხეს ისეთი თვალებით ამომხდეს, ეს ჩვენ არ გვითქვამს არც გვიგინებია და როგორ ვაღიაროთ რაც არ ჩაგვიდენიაო” - ამბობს თეკო და ყვება, რომ პოლიციელები ახალგაზრდებს სასამართლოშიც ცინიკურად ექცეოდნენ.

“ეუბნებოდნენ, რად გინდათ ადვოკატები, ტყუილად ხარჯავთ მაგაში ფულს, ჯარიმების გადასახდელად დაგჭირდებათ, რასაც ამას უხდითო” - იხსენებს თეკო, რომელიც აქციის მონაწილეთა უფლებებს მოხალისეობრივად, ყველანაირი ანაზღაურების გარეშე იცავდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუმორჩილებლობად მიიჩნევდა იმას, რომ დემონსტრანტები აქციაზე დარჩნენ მას შემდეგ, რაც საყოველთაო გაფრთხილება გაისმა, იმ ქალის ცნობილი ხმა, “აქციის მონაწილეებო, გთხოვთ დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს წინააღმდეგ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები”. მოსამართლემაც გაიზიარა ეს მოსაზრება, რომ ვინც აქციაზე დარჩა ამ გაფრთხილების შემდეგ, ის არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას. ეს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი პრაქტიკაა და ძალიან დაბალ დონეზე წევს გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს. მხოლოდ კონკრეტულ ადგილას ყოფნა მაშინ, როცა ადამიანი არაფერ კანონსაწინააღმდეგეს არ აკეთებს, მშვიდობიანად გამოხატავს პროტესტს ან სულაც შემთხვევით აღმოჩნდა იმ ადგილას, იმიტომ რომ ამ ტერიტორიის სიახლოვეს ცხოვრობს, არ შეიძლება სამართალდამრღვევად ჩაითვალოს” - ეუბნება რადიო თავისუფლებას ეკა ქობესაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი და უკანონოდ დაკავების მაგალითად დავით მჭედლიშვილის მაგალითს იხსენებს.

დავით მჭედლიშვილი 8 მარტს, ღამის 2 საათზე საქართველოს პარლამენტის შენობასთანიმ დროს დააკავეს, როცა მისი შვილობილი საბა ნიკიტინი პოლიციელებს უხსნიდა, არასრულწლოვანი ვარ, თანაც გმირის შვილი და ჩემი დაკავება არ შეიძლებაო.

15 წლის ბიჭმა, რომელიც მამობილის დაკავებისას სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს, ჟურნალისტს უთხრა, რომ მამა არასოდეს უნახავს, მის დაბადებამდე დაიღუპა 2008 წლის 7 აგვისტოს ომში, კაცი კი, რომელიც მის დახსნას ცდილობდა პოლიციელებისგან მას ზრდის და არ უნდა, მასაც რამე დაემართოს.

დავითის სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა მოსამართლეს აჩვენეს მისი დაკავების კადრები - Საბას დაკავების მცდელობას პირდაპირ ეთერში გადასცემდა “ფორმულა”, პირდაპირ ეთერშივე დააკავეს დავით მჭედლიშვილი.

დაკავების კადრებს თან დაურთეს ტაქსის აპლიკაციის ამონაწერიც, რომელიც ადასტურებდა რომ კაცი აქციაზე დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე მივიდა ბავშვის წამოსაყვანად და ამ დროის განმავლობაში კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია.

პოლიციამ მას უთხრა, რომ როცა რუსთაველზე მივიდა, აქცია უკვე ძალადობრივ ხასიათს ატარებდა და პარლამენტის წინ ყოფნა კანონდარღვევას წარმოადგენდა. საბოლოოდ დავითი ამ პროცესზე სამართალდამრღვევად ცნეს, მაგრამ ჯარიმის ნაცვლად სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო და წესით აქ უნდა დამთავრებულიყო აქციასთან დაკავშირებული მისი ამბავი, რომ არა სახლის მეპატრონე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მის ოჯახს უთხრა, ეს ბინა, რომელიც თქვენ გაქვთ ნაქირავები, უნდა დაცალოთო. დავითი ფიქრობს, რომ სახლის მეპატრონეს მისი გაშვება სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა მოთხოვეს.

“ცალსახად აქციებთან ვაკავშირებ ამ ამბავს. ვეძებ ბინებს, მაგრამ ჯერ ვერაფერი ვიპოვე” - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

პატიმრობა თხილამურის სათვალის, პირბადის და ფერადი კვამლის გამო

“ორ სტუდენტს ვიცავ, რომელიც 8 მარტს, დაახლოებით დღის 5 საათზე დააკავეს თავისუფლების მეტროსთან მაშინ, როცა “მთავარი აქცია” “რუსული კანონის” წინააღმდეგ არც კი იყო დაწყებული. ჯერ კიდევ ქალების მარშის მონაწილეები გამოდიოდნენ სიტყვით და სრულიად მშვიდობიანი ვითარება იყო პარლამენტთან” - გვიყვება მარიამ პატარიძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი.

მარიამ პატარიძე ჰყვება, რომ პირველკურსელები პოლიციამ მეტროსთან გააჩერა, ჩანთები გაუჩხრიკა, ერთს ზურგჩანთაში პირბადე, ფერადი ბოლის გამშვები და სათხილამურო სათვალე უპოვა და ორივე იქვე დააკავა.

ამ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ილუსტრირებული განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო რომ დააკავეს აქციებში მონაწილე 10 ადამიანი, რომლებიც “კანონსაწინააღმდეგო ნივთებს” ფლობდნენ. განხადებას თან ერთვოდა აუზის სათვალის, საწვიმრის, პიროტექნიკის, საღებავი სპრეების ფოტოები.

მარიამი ჰყვება, რომ დაკავების ოქმში ჩაწერეს, თითქოს ახალგაზრდები პოლიციელებს არ დაემორჩილნენ. სტუდენტები წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამთენიისას, დილის 5 საათზე გამოუშვეს, როცა მიხვდნენ, რომ მათ ჩანთაში ნაპოვნი ნივთები საფრთხის შემცველი არ იყო. პოლიციელებმა სასამართლო პროცესზეც თქვეს, სტუდენტების ჩანთაში ნაპოვნი საგნების ქონა არ ყოფილა კანონის დარღვევა, თუმცა სასამართლომ ჩათვალა, რომ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ახალგაზრდები უნდა დაეჯარიმებინა. თავად ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებისას სტუდენტებს არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

“გარდა იმისა, როგორ და რის გამო აკავებენ პოლიციელები აქციებზე ადამიანებს, პრობლემაა ისიც, როგორ განიხილავს სასამართლო შემდეგ მათ საქმეებს. ერთი მორიგე მოსამართლე განიხილავდა ათობით საქმეს” - ამბობს მარიამი და გვიყვება დილის 11 საათზე დანიშნულ სასამართლო პროცესზე, რომელიც მხოლოდ რამდენიმე საათით უნდა შეჩერებულიყო საქმის მასალების გასაცნობად, მაგრამ პროცესი მხოლოდ მხოლოდ ღამის 1-ის ნახევარზე განახლდა და ამ სხდომაზე მხოლოდ ის ითქვა, რომ სხდომა ვერ ჩატარდებოდა არასამუშაო საათებში.

“ეს ქაოსური პროცესი არ არის მხოლოდ დისკომფორტი, დაცვის უფლების შეზღუდვას ნიშნავს. ჩვენ ამ დღეს მიყვანილი გვყვავდა მოწმეები, რომლებიც ჩვენების მისაცემად სამსახურებიდან გაეთავისუფლენ. შეძლებენ ისინი კიდევ და კიდევ გაეთავისუფლონ სასამართლოში მოსასვლელად?” - წუხს ის.

ადვოკატები დაცვის უფლების შეზღუდვად მიიჩნევენ იმას, რომ თბილისში, პარლამენტის წინ დაკავებულების ნაწილი სხვა ქალაქებში წაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორებში.

დაცვის უფლების შეზღუდვად განიხილება სასამართლოში საქმეების იმგვარი განხილვაც, როცა სამართალდამრღვევს ერთი ან ორი საათით ადრე ატყობინებენ პროცესის დაწყების თარიღს. ამ დროში ადვოკატის გამოძახებაც ჭირს და სასამართლოში დროულად გამოცხადებაც.

დაცვის თავსატეხია ისიც, რომ თითქმის არასდროს აქვთ შესაძლებლობა, წინასწარ გაეცნონ საქმის მასალებს და როცა ამას ითხოვენ, მოსამართლემ შეიძლება ადვოკატებს 15-20 წუთი გამოუყოს.

თუმცა, ესეც არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ყვებიან დაკავებულების ადვოკატები დაკავებისას დაწერილ ხელწერილებზე.

“მუქარა იყო, რომ პატიმრობას გამოიყენებდნენ, თუ არ აღიარებდნენ. თუ აღიარებდნენ, უფრო მსუბუქად გამოვიდოდნენ. პოლიციელები პირდებოდნენ, თუ ადვოკატის გარეშე იქნებოდნენ, ჯარიმას არ დააკისრებდნენ. დავესწარი რამდენიმე ასეთ პროცესს და ეს ადამიანები ვერ გადარჩნენ ჯარიმას, მეტიც, უფრო მაღალი ჯარიმები დააკისრეს” - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნესტან ლონდარიძე, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი.

ნესტან ლონდარიძე და მისი კოლეგები დღეების განმავლობაში სასამართლოს დერეფნებში სთავაზობდნენ დაკავებულებს პროცესის დაწყებამდე სამართლებრივი დახმარებას. სწორედ ასე იპოვა ნესტანმა ერთ-ერთ საქმეში იზოლატორში დაწერილი ხელწერილი, სადაც დაკავებული დანაშაულის ჩადენას აღიარებდა.

ნესტანი 7-8 მარტის აქციაზე დაკავებულ 10-მდე ადამიანს იცავს. მათგან ორი პოლიციას დაკავებისას არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობაში ადანაშაულებს, ერთი კი წინასაწარი დაკავების იზოლატორში პოლიციის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობისთვის ჩივის.

“არასათანადო მოპყობას, დატყმას, ასფალტზე თრევას, ქაჩვას თითქმის ყველასთან ჰქონდა ადგილი, მაგრამ დაზიანებები არ იყო იმ მასშტაბის, რომ ექსპერტიზების დანიშვნა მოგვეთხოვა სასამართლოში გადაყვანის შემდეგ. აკავებდნენ, უკან ხელებს უკრავდნენ და მერე უტყამდნენ. დაკავებისას ხელბორკილების ნაცვლად ხამუტებს იყენებდნენ, რაც ძლიერ ტკივილს და ტანჯვას იწვევს” - ამბობს ნესტან ლონდარიძე. ხამუტები პოლიციამ 2019 წელსაც გამოიყენა, როდესაც 20-21 ივნისის აქციებზე აკავებდა. ეს პრაქტიკა მაშინ სახალხო დამცველმა გააკრიტიკა.

დამნაშავედ ცნობას მტკიცებულებები დიდად არ სჭირდება

“საქმეების განხილვა და სახდელის დადება ხდებოდა მხოლოდ პოლიციელების ჩვენების და დაკავების ოქმის მიხედვით, კადრებიც კი, რაც მტკიცებულებებად ჰქონდათ წარმოდგენილი პროცესებზე, ხშირად ასახავდა არა ამ კონკრეტული ადამიანის ყოფნას აქციაზე, არამედ ზოგად კადრებს, სადაც ჩანდა დამწვარი მანქანები და დამტვრეული ნაგვის ურნები.

როცა ამ კადრებზე აპელირებდნენ პოლიციელებიც და მოსამართლეც იმის დასამტკიცებლად, რომ აქცია ძალადობრივი იყო, ვუთხარი კიდეც, რომ ეს კადრები როგორც ჩანს პოლიციას სჭირდებოდა მერე საჩვენებლად და ამიტომაც არ გააკეთა არაფერი ძალადობრივი ქმედებების აღსაკვეთად ადგილზე. იმდენი სამართალდამცველი იყო იქ მობილიზებული, ძალიან მარტივად შეეძლოთ ამგვარი ფაქტების აღკვეთა. Როცა პოლიცია ძალადობრივ ქმედებებზე დროულად და სათანადოდ არ რეაგირებს და მთელ აქციას ძალადობრივად ნათლავს, ეს ნიშნავს იმას, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს არ აძლევს მისი პოზიციის დაფიქსირების და პროტესტის გამოხატვის საშუალებას” - ამბობს ეკა ქობესაშვილი.

ის გვიყვება, რომ არც ერთ პოლიციელს არ წარმოუდგენია სასამართლოში სამხრე კამერების ჩანაწერები და პარლამენტთან და მის სიახლოვეს არსებული გარე კამერების ჩანაწერები ყოფილა გამოთხოვილი იმის სანახავად, რას აკეთებდა ესა თუ ის ადამიანი დაკავების მომენტში.

“პოლიციელები ამბობდნენ, რომ სამხრე კამერები ჯიბეში ჰქონდათ შენახული, რომ არ დაზიანებულიყო” - იხსენებს ის. Მარტის აქციაზე დაკავებულების პროცესებზე პირველად არ იჩინა თავი სამხრე კამერების ჩანაწერების არარსებობამ. ამ სისტემურ პრობლემებაზე უფლებადამცველები წლებია საუბრობენ.

“გვაქვს შემთხვევა, როცა ადამიანი დააკავეს მაშინ, როცა ტელეფონით იღებდა როგორ ცემდა ათზე მეტი პოლიციელი ერთ-ერთ დაკავებულ დემონტრანტს. ასევე შემთხვევა, როცა ადამიანი დააკავეს იმ დროს ზურგიდან მისულმა პოლიციელებმა, როცა უსმენდა რა კომენტარს აკეთებდა ნიკა მელია ჟურნალისტებთან” - გვიყვება ნესტან ლონდარიძე. ამგვარ შემთხვევებში კადრების არარსებობისას მოსამართლე მხოლოდ პოლიციელების ჩვენებას ეყრდნობა და დაკავების ოქმს.

“ზოგჯერ პოლიციელი, რომელსაც მოწმედ წარადგენენ, დამკავებელი პოლიციელიც კი არ არის და მათი ჩვენება განსხვავდება ოქმში მოცემული ინფორმაციისგან” - ამბობს ნესტან ლონდარიძე. ეკა ქობესაშვილი კი იხსენებს შემთხვევას, როცა პოლიციელი დაკავებულს სასამართლოში ეკითხებოდა სად დაგაკავეო. ამ ადამიანებმა ერთმანეთი პირველად დარბაზში ნახეს და სამართალდამცველს სურდა, მისი ჩვენება მეტ-ნაკლებად თანხვედრაში ყოფილიყო ოქმში გაკეთებული ჩანაწერებისგან.

“მე ვიქნები შენი დამკავებელი”

2 მარტს, მასშტაბური აქციების დაწყებამდე, ჯანო მუმლაძე პარლამენტის შენობასთან ორ მეგობართან ერთად დააკავეს პოლიციელებმა ტროტუარზე მდგარი და უთხრეს, რომ სამანქანე გზას კეტავდა, რომელზეც შეუფერხებლად დადიოდნენ მათ შორის პოლიციის ავტომობილები.

“წყნარად, მშვიდად ვიდექით, ჩვენ წინ პოლიცია იყო, უკვე ვიშლებოდით, როცა დაკავებები დაიწყეს. შემოვარდა ერთი პოლიციელი და დაიწყეს დაკავებები, ზოგი ეცემოდა ამ შეხლა-შემოხლაში, მეც ჩემს მეგობარს ვეხმარებოდი ადგომაში, როცა დამაკავეს. 3 კაცის ადგილზე 5 კაცი შეგვტენეს მანქანაში და წაგვიყვანეს ვარკეთილში. არაფერი არ უთქვამთ ან “გაიწიე”, ან “გადადი გზიდან”... ვარკეთილში რომ მიგვიყვანეს, პოლიციის სამმართველოში, კაი ხანს ვერ დაგვთვალეს 30 კაცი, ბოლოს ერთი პოლიციელი მოვიდა და მითხრა, დამკავებელი თუ არ გყავს, მე ვიქნები შენი დამკავებელი და შენ იყავი ჩემი დაკავებულიო. ეს ტიპი მანამდე არ მინახავს. როგორც მივხვდი, იქ ვინც იყო, ყველას უნდა ყოლოდა ერთი დაკავებული მაინც.

ოქმს ვერ წერდნენ, არ იცოდნენ რა უნდა დაეწერათ, მერე მთავარი [ხელმძღვანელი პირი - რ.თ.] შემოვიდა და მიუთითა ყველას სათითაოდ, როგორ შეედგინათ ოქმები. ერთ ოქმს გადაუღეს სურათი და მერე ყველა ისე ავსებდა. ხელის მოსაწერად რომ მომცეს, იქ ეწერა რომ პოლიციელს ვაგინებდი, არ ვემორჩილებოდი - ვუთხარი, რომ ამ ტყუილებს არ მოვაწერდი ხელს” - გვიყვება ჯანო.

მას და მასთან ერთად დაკავებულებს პოლიციამ დაკავების ოქმთან ერთად ხელწერილზეც მოაწერინა ხელი, სადაც ისინი პირობას დებდნენ, რომ სასამართლოში და პოლიციაში გამოცხადებდნენ პირველივე გამოძახებისთვის. ეს ხელწერილი უნდა ყოფილიყო მათი წინასწარი დაკავების იზოლატორში განთავსების ნაცვლად გათავისუფლების საფუძველი, მაგრამ ბოლოს გადაწყვეტილება შეიცვალა და ჯანოც და სხვებიც ერთი ღამით მაინც დააკავეს. იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ის კიდევ გავიდა აქციებზე 7 მარტსაც, 8-შიც და 9-შიც.

“გუშინ ხომ არ მიმიღია აქციაზე გასვლის გადაწყვეტილება. 2003 წლიდან აქციებზე ვარ და ჩემ თავს ვერ მივცემ იმის უფლებას, რომ გავჩერდე. რომ გავჩერდე, ეს ნიშნავს, რომ ამ ყველაფერს თვალი ავარიდო და თვალი რომ ავარიდო, ნიშნავს, რომ ის არ ვიყო ვინც ვარ, როგორი ადამიანიც მინდა რომ ვიყო” - ამბობს ჯანო. მას სასამართლო პროცესი წინ აქვს.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

В Архангельской области выбрали общественные территории для благоустройства в приоритетном порядке в 2025 году



Мир

Стало известно, куда неожиданно и массово устремились российские туристы на майские: это оказался вовсе не обычный курорт, а работающий по специальному закону






Новости 24 часа

В Парке Горького вновь пройдет Московский детский фестиваль искусств «НЕБО»



Game News

RPG Battle of Souls доступна в Google Play 2 стран



Москва

«СВЯТОЙ ЛЕНИН» правит миром, расшифровал «ДНК В.И.Ленина», отменяет налоги. И… отключает институты времени. Разгадка «научных теорий заговоров».



News Every Day

MTA reveals new electric buses, charging stations in Queens



Происшествия

Правоохранители проверили бывших мигрантов в Джанкое



Москва

Финал областной Студенческой футбольной лиги пройдет в Подмосковье



Игорь Бутман

Игорь Бутман об Ирине Отиевой: “Жаль, что человека нету”



Москва

В Протвине ведутся работы по благоустройству Лесного бульвара



WTA

Свёнтек прошла в полуфинал турнира WTA-1000 в Риме



Москва

Кандидат в депутаты Шаламов Руслан награжден медалью



ММА

Подмосковные спортсменки одержали победы в Международном турнире по ММА



Симферополь

Россия, Культура и Дети: детский конкурс эмблемы обьявил Театр кукол в Улан-Удэ



Москва

Кандидат в депутаты Шаламов Руслан награжден медалью



Москва

Собянин рассказал об уникальных составах, которые поедут по БКЛ в эти выходные



Москва

Кандидат в депутаты Шаламов Руслан награжден медалью



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Северо-Западный банк СберСтрахование объединила защиту от кибератак и экорисков в одном полисе





Путин в России и мире
Москва

Экспорт сельхозпродукции в Китай будет наращивать Россия


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Шесть городов Белоруссии и Азербайджана стали побратимами




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

ABC: Зеленский недоволен результатами визита Блинкена в Киев


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Вольфганг Амадей Моцарт

Моцарт на балалайке и не только: топ-10 необычных концертов и музыкальных событий «Ночи в музее»-2024 в Москве



Москва

СберСтрахование объединила защиту от кибератак и экорисков в одном полисе

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net