ყველაზე პასუხისმგებლიანი ზოდიაქოს ნიშნები
თხის რქა
არ შეიძლება იყოს შოკისმომგვრელი ფაქტი, რომ თხის რქა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობის მქონე ზოდიაქოს ნიშნად მიიჩნევა. იგი რეალისტი ადამიანია, პრაქტიკული სურვილები აქვს და ძალიან ამბიციურია. როცა საქმე ოცნებას ეხება, ზუსტად იცის, რა უნდა დაისახოს მიზნად და ფუჭ ილუზიებს არ იქმნის. თავად იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და იცის, რომ შრომის გარეშე ვერაფერს მიაღწევს.
ქალწული
ქალწული თავს ვალდებულად თვლის, ცხოვრება საქმეს მიუძღვნას. იგი პერფექციონისტი ნიშანია, შესაბამისად, ურჩევნია ყველა დეტალზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს და თავად შეასრულოს სამუშაო. ისიც, წინამორბედის მსგავსად, პრაგმატული ადამიანია. მისი ბედნიერება დასახული მიზნების მიღწევაშია.
კურო
კურო ძალიან მიზანდასახულია. მას უყვარს კომფორტი და სტაბილურობა, შესაბამისად, ყველაფერს გააკეთებს, რათა უზრუნველი მომავალი შეიქმნას. ამისთვის არც დროს დაზოგავს და არც ენერგიას. კუროს აქვს უნარი აკონტროლოს სიტუაცია, სწორად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა. იგი ერთგული ნიშანია, რაც საქმისადმი დამოკიდებულებაშიც გამოიხატება.
წყარო/ფოტო: Best Life