მარგარიტა სიმონიანი: ჩვენ გვიყვარს ეს კულტურა, დანელია, კინემატოგრაფია, ყველა ეს სიმღერა. არ გვინდა, რომ ისინი თავს ცუდად გრძნობდნენ
კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი საქართველოს შესახებ მორიგ პოსტს ავრცელებს და წერს, რომ რუსეთში ქართული კულტურა დიდი პოპულარობით სარგებლობს.
„ზუსტად ქართული რბილი ძალაა ყველაზე ძლიერი ჩვენს ქვეყანაში. გაისეირნეთ მოსკოვში ნახევარი საათით – დაახლოებით 30 ქართულ რესტორანს გადააწყდებით. სოჭის სანაპიროზე ოთხი კარგი რესტორნიდან ერთი თევზის რესტორანია და სამი – ქართული. ჩვენ ეს ყველაფერი გვიყვარს, ჩვენ გვიყვარს ეს კულტურა, [გიორგი] დანელია, კინემატოგრაფია, ყველა ეს სიმღერა. არ გვინდა, რომ ისინი თავს ცუდად გრძნობდნენ“, – წერს სიმონიანი.