აშშ-მა უკრაინას 400 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო
აშშ-მა უკრაინას 400 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო. ამის შესახებ 3 მარტს განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. ამ სახსრების გამოსაყოფად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს არ დასჭირვებია კონგრესის თანხმობა.
„სამხედრო დახმარების ამ პაკეტში შედის ჭურვები HIMARS-ის სისტემებისა და ჰაუბიცებისთვის, რომლებსაც გამოიყენებს უკრაინა, ასევე ამუნიცია დაჯავშნილი მანქანა Bradley-ისთვის, საპონტონე გადასასვლელები, აგრეთვე ტექნიკური მომსახურება და გაწვრთნა,“ მოჰყავს ბლინკენის სიტყვები Reuters-ს.
დახმარების ახალ პაკეტში შედის:
მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების (HIMARS) ჭურვები
155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები
105-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები
25-მილიმეტრიანი ამუნიცია
საპონტონე გადასასვლელების მოსაწყობი აღჭურვილობა ჯავშანტექნიკისთვის
ასაფეთქებელი მასალები და აღჭურვილობა წინაღობების გადასალახად
დიაგნოსტიკური აღჭურვილობა ავტოტექნიკის ტექნიკური მომსახურებისა და რემონტისთვის
სათადარიგო ნაწილები და სხვა აღჭურვილობა
უკრაინისთვის აშშ-ის მიერ გამოყოფილი სამხედრო დახმარების საერთო მოცულობა უკვე 3,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.