დარბაზის რეაქცია სერგეი ლავროვის განცადებაზე (ვიდეო)
ინდოეთში გამართულ Raisina Dialogue-ის კონფერენციაზე დასმულ კითხვაზე, თუ როგორ იმოქმედა უკრაინის ომმა რუსეთის ენერგეტიკულ ინტერესებზე,სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ეს არის ომი, რომლის შეჩერებას რუსეთი ცდილობს და რომელიც რუსების წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის გამოყენებით წამოიწყეს.
საუბრისას მას სიტყვა დამსწრეთა სიცილითა და უკმაყოფილების გამომხატველი ხმებით შეაწყვეტინეს.