"პოლიციური რეჟიმის მაგალითი" - დეპუტატი ქალები იხსენებენ "აგენტების" კანონის პირველ განხილვას
ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა პარლამენტში ხმაურით დაიწყო. დარბაზში შესვლის საშუალება არ მისცეს მედიასა და არასამთავრობოების ნაწილს. ისინი კანონებს შენობაში და პარლამენტის წინ აპროტესტებდნენ. ოპოზიციონერი დეპუტატები ვინც სხდომაზე შევიდა, რამდენჯერმე გამოაძევეს დარბაზიდან.