ანა დოლიძე: შემდეგი იქნება ქვეყნიდან გასვლის ვიზა… [დასავლეთი] დაგვიწესებს ვიზებს. ირანიზაციას აპირებს ირაკლი კობახიძე? არ მგონია, მას ამის თავი ჰქონდეს
პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე „პალიტრანიუსის“ ეთერში აცხადებს, რომ შესაძლოა, დასავლეთმა საქართველოდან გასვლაზე ქვეყნის მოქალაქეებს დაუწესონ ვიზები. „შემდეგი იქნება ქვეყნიდან გასვლის ვიზა. მე კარგად ვიცნობ ამ ქვეყნებს და ასეთი ნაბიჯების შემდეგ, დაგვიწესებენ ვიზებს. ქვეყნიდან ვერ გახვალ, სანამ გასვლის ვიზას არ მიიღებ. გაიხედე ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ვერ გახვალ იქიდან თ ვიზას არ ჩაგირტყამენ და სხვა ასეთი ზომები. თუ მართლა აქეთკენ მივდივართ, გამოჩნდება. მე დარწმუნებული ვარ, დასავლეთისგან უმკაცრესი რეაქცია იქნება. ძალიან ბევრი საბიუჯეტო რესურსი დამოკიდებულია დასავლეთის მხარდაჭერაზე. ევროკავშირისგან ჩვენს ბიუჯეტში ყოველწლიურად მოდის ტრანშები, ეს ფული ყველაფერი გაჩერდება და ირანიზაციას აპირებს ირაკლი კობახიძე? არ მგონია, მას ამის თავი ჰქონდეს“, – ამბობს დოლიძე.