მინისტრი ევროპული პრაქტიკით ხსნის სტატისტიკის კვარტალურად გამოქვეყნების წესზე გადასვლას
„სტატისტიკას ელექტრონული პროგრამა ითვლის, რომლის საფუძველზეც დანაშაულის სტატისტიკის წარმოება და გენერირება შესაბამისი კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე ხდება, რაც გამორიცხავს ხელოვნურ მანიპულაციას. არ არსებობს, რომ რაღაც ციფრი შეცვალონ, 2012 წლამდეც... არ შეიძლება, მკვლელობას ან სხეულის დაზიანებას ვერ დამალავ. არ არსებობს მაგის შანსი, პროკურატურა და სხვადასხვა სამსახურები უყურებენ.
დანაშაულის სტატისტიკა საკმაოდ კომპლექსურია და იგი მოიცავს დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყების პროცესიდან, ბრალის წარდგენამდე, გამოძიების შეწყვეტამდე, სრულ ციკლს. შესაბამისად, ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი თვის პერიოდში არ არის საკმარისი სტატისტიკური სურათის შესაქმნელად. თვე, რომ გავა, ორ-სამ თვეში საქმე იხსნება, თუმცა ის ერთი თვის სტატისტიკა დევს. გაუხსნელი დევს [მონაცემები] მთელი წლის განმავლობაში, რაც არასწორი სტატისტიკაა.
შსს-მ შეისწავლა ევროპული ქვეყნების პრაქტიკა და შემუშავდა მონაცემების გამოქვეყნების ახალი ვადები. ესპანეთი, ფინეთი და დანია ყოველკვარტალურად აქვეყნებენ დანაშაულის სტატისტიკას. ჩვენც მომავალში ასე გავაკეთებთ. ავსტრია, გერმანია, პოლონეთი, შვედეთი ყოველწლიურად აქვეყნებენ დანაშაულის სტატისტიკას. სამი-ოთხი ქვეყანაა, რომელიც ყოველთვიურად დებს სტატისტიკას", - თქვა ვახტანგ გომელაურმა.