სალავიოვი პუგაჩოვასთვის ქონების ჩამორთმევას ითხოვს
“რატომ არ ჩამოერთვა მას სასახლე?”: ვლადიმერ სალავიოვი ბრაზობს, რომ მას იტალიაში ვილა ჩამოართვეს, ხოლო ალა პუგაჩოვა მისი განცხადებების შემდეგაც კი, ისევ სასახლის მფლობელია.
შეგახსენებთ, რომ სანქციების გამო ვლადიმერ სალავიოვი იტალიაში დასასვენებლად ვეღარ წავა. იტალიის ხელისუფლებამ მას ვილა ჩამოართვა. ტელეწამყვანმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის ხელისუფლებასაც შეუძლია ასევე მოექცეს იმ ვარსკვლავების ქონებას, რომლებიც ომს არ უჭერდნენ მხარს. ამ პროცესის დაწყება კი სწორედ ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის ქონების ჩამორთმევით უნდა დაიწყოს, მიაჩნია სალავიოვს.
სალავიოვმა თავისი ერთ-ერთ გადაცემაში მომხდარს უკანონობა უწოდა და გამოთქვა აზრი, რომ ვარსკვლავებს, რომლებმაც რუსეთი დატოვეს, ქონება ჩამოერთვათ.