მიხაილო პოდოლიაკი: …დავუშვათ ეს ყოველივე?
ახლა რუსეთის ფედერაცია ხერსონის მოსახლეობას კლავს, დავუშვათ ეს ყოველივე? – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. „შევახსენებ მათ, ვინც გვთავაზობს პუტინის/ლავროვის „სამშვიდობო“ ინიციატივების გათვალისწინებას: ახლა რუსეთის ფედერაცია „მოლაპარაკებებს აწარმოებს“, ხერსონის მოსახლეობას კლავს, ბახმუტს ანადგურებს, კიევის/ოდესის ელექტრო ქსელებს ანადგურებს, მელიტოპოლში მშვიდობიან მოსახლეობას აწამებს… რუსეთს დაუსჯელად სურს მოკვლა. დავუშვათ ეს ყოველივე?“ – წერს პოდოლიაკი.