სამხრეთ კორეაში ჰელოუინის წვეულებაზე ჭყლეტის დროს 120-მდე ადამიანი დაიღუპა
სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ჰელოუინის წვეულებაზე მომხდარი ჭყლეტის დროს 120-მდე ადამიანი დაიღუპა.
დაშავებულია ასეულობით ადამიანი.
გარდაცვლილთა უმრავლესობას ინციდენტის დროს გული გაუჩერდა.
მომხდარი ტრაგედიის გამო, სეულის მერმა ო სე ჰუნმა ევროპაში ვიზიტი შეწყვიტა და სამხრეთ კორეაში დაბრუნდა.