„ყველაზე ცნობილი რუსი ტერორისტი“ კვლავ უკრაინაშია - რა ელის იქ სტრელკოვს?
იგორ სტრელკოვი (გირკინი), რომელმაც, როგორც თავად ამბობდა, 2014 წელს უკრაინაში „ომის ჩახმახს გამოჰკრა ხელი“, კვლავ ომში ჩაფლულ უკრაინაშია, სადაც 8 წლის წინ მას თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა.