Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

იმპერიის მომღერალი ბუჩის ფონზე - პუტინის ომი და იოსიფ ბროდსკი

იმპერიის მომღერალი ბუჩის ფონზე - პუტინის ომი და იოსიფ ბროდსკი

2022 წლის 14 ივლისს, ოთხი წლის ლიზა დმიტრიევა მაღალი სიზუსტის იარაღის დარტყმას შეეწირა.

ლიზა იმ ასობით ბავშვისა და ათასობით მოზრდილთა რიგებს შეუერთდა, ვინც უკრაინაში პუტინის ბრძანებით დახოცეს.

ლიზა, არასოდეს დაგივიწყებ არც შენ და არც შენს მკვლელებს.

უკრაინაში ომის დანაშაულებებს მასშტაბური და სისტემატური ხასიათი აქვს. სწორედ ამიტომ, რომის სტატუტის მიხედვით, ისინი კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად უნდა შეფასდეს.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის წინაშე და მათი ქონების წინააღმდეგ დანაშაულების შესახებ, ხელმძღვანელობამ არა მხოლოდ იცის, არამედ ეს დანაშაულები მათ მიერ წახალისებული და მართულიც კია.

რუსი სამხედროების სატელეფონო საუბრებში ჩანდა, რომ „თვითუზრუნველყოფის“ მითითება თავად პუტინისგან მოდიოდა - თუმცა აქ მთავარი ის კი არ არის, ბრძანება მართლაც პირადად პუტინისა იყო თუ არა, არამედ ის, რომ ამაში რუსი სამხედროები დაერწმუნებინათ.

მეტიც, ამ ომში დამნაშავეებს ახალისებენ და აჯილდოებენ კიდეც.

ასე მაგალითად, 2022 წლის 18 აპრილს, პუტინის ბრძანებულებით, ბუჩაში ჩადენილი გენოციდის აქტებში მონაწილე 64-ე მოტომსროლელ ბრიგადას მიანიჭეს საპატიო სახელი „გვარდიელები“​.

რუსეთის ქმედებებს გენოციდი უწოდა არაერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმაც, თუმცა ერთი დღის შემდეგ განმარტა, რომ ეს მისი ემოციური შეფასება იყო და რომ მხოლოდ სასამართლოს შეუძლია სამართლებრივი შეფასების გაკეთება.

და ამაში ის მართალია.

მაგრამ ემოციურ შეფასებასა და იურიდიულ შეფასებას შორის არ არის უბრალოდ ცარიელი სივრცე - მათ შორის მნიშვნელოვანი შუალედური რგოლია მომხდარის პოლიტიკური შეფასება, რაც უკვე გააკეთა დემოკრატიული ქვეყნების არაერთმა მთავრობამ და პარლამენტმა.

2022 წლის 21 აპრილს ესტონეთის პარლამენტმა ერთხმად მიიღო განცხადება „რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დანაშაულებისა და გენოციდის შესახებ“.

პარლამენტის ეს განცხადება არ არის სასამართლო განაჩენი, მაგრამ ის არც ემოციური რეაქციაა, რადგან მისი მომზადებისას, მისმა ინიციატორებმა საერთაშორისო სამართლის ექსპერტებისგან მოითხოვეს სამი დამოუკიდებელი იურიდიული ექსპერტიზა. სამივე ექსპერტიზამ უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად შეაფასა.

თუმცა უკრაინაში გენოციდზე საუბარი ღია კარის მტვრევას ნიშნავს.

პუტინის თქმით ხომ უკრაინის სახელმწიფოებრიობა და უკრაინელი ხალხი „ხელოვნური წარმონაქმნებია“, რომლებიც კრიმინალური ანტირუსული პროექტის ფარგლებში გაჩნდა. სპეცოპერაციაც ამ ხელოვნური წარმონაქმნების აღმოფხვრას ისახავს მიზნად.

დეუკრაინიზაცია - დენაციფიკაციასთან ერთად, ამ სპეცოპერაციის გამოცხადებული უცვლელი მიზნებია.

კიდევ უფრო მკვეთრი და აგრესიულია კრემლის მომხრე მედია. დღეს რუსეთში სხვა მედია აღარც დარჩა: უკრაინა და უკრაინელები უნდა განადგურდნენ. დიქტატურის პირობებში მოსახლეობის გამოკითხვა ობიექტურ სურათს ვერ შექმნის, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: უმრავლესობა მხარს უჭერს იმას, რაც უკრაინაში ხდება და ეს რწმენის გამოა, შიშის, უცოდინრობის თუ, უბრალოდ, ინერციის გამო, არც ისე მნიშვნელოვანია.

სოციალური ქსელების მონიტორინგიც იმავე შედეგს იძლევა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ბევრი ავტორი სახელმწიფო მედიასთან შედარებით უფრო აღვირახსნილია და არა მხოლოდ მოწონებას, არამედ სიხარულსაც გამოხატავს იმის გამო, რომ უკრაინაში ხალხი კვდება.

დანაშაულებს სჩადიან არა მხოლოდ მხოლოდ ჩუმი მხარდაჭერით, არამედ საზოგადოების მოწონებით და წაქეზებით. ხოლო ჯარისკაცების დედები შვილებს აქეზებენ გასაძარცვად და მათ საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთების სიებს უგზავნიან. ახალგაზრდა ცოლი ქმარს აფრთხილებს, იძალადოს უკრაინელი ქალებზე, მაგრამ თავის დაცვა არ დაავიწყდეს.

ეს ტიპური ნაცისტური შეხედულებაა: ბინძური (ამ სიტყვის ნებისმიერი გაგებით) მოძალადე კი არა, მის მსხვერპლია - სხვადასხვა ეროვნების გაუპატიურებულ ქალები (უკრაინაში „გენოციდური გაუპატიურება: კიდევ ცალკე საკითხია - ის ფაქტი, რომ „უკრაინელი ქალები“ უნდა გააუპატიურონ, კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ უკრაინელები აღიქმებიან არა როგორც „საკუთარი“ ხალხი, არამედ პრინციპულად „უცხო“).

ურღვევი კავშირი არსებობს რუსეთის უმაღლეს ხელმძღვანელობას, პუტინის რეჟიმის იდეოლოგებსა და პროპაგანდისტებს, ეკლესიას (რომელიც აკურთხებს კრიმინალურ ომს და მისი წარმოების კრიმინალურ მეთოდებს), კრიმინალური ბრძანებების მიმცემ მეთაურებს, ამ ბრძანებების შემსრულებელ და კიდევ საკუთარი დანაშაულებრივი ინიციატივების მქონე ჯარისკაცებს და ამ ჯარისკაცების დედებსა და ცოლებს შორის, რომლებიც ხელს უწყობენ ძარცვას და გაუპატიურებას.

ეს არ არის მხოლოდ პუტინი და „კრემლის კოშკები“. ეს არის რუსეთი, მისი საზოგადოება, მისი ხალხი.

აქ აღშფოთებული შეძახილები მესმის: ამ ხმებს, ყველაზე ცნობილი პუტინისტების ხმებთან ერთად, ერწყმის პუტინის რეჟიმის ლიბერალური კრიტიკოსების და სხვა "კარგი რუსების" ხმებიც.

როგორ! ყველა ჩვენგანს კოლექტიურ ბრალს, კოლექტიური პასუხისმგებლობას გვაკისრებთ??

აქვე განვმარტავ: ჩემი საქმე არ არის ხალხების განსჯა. ეს სხვა ინსტანციის საქმეა. მაგრამ ნათქვამი დუმილისა და უმოქმედობის საბაბად ვერ გამოდგება.

კოლექტიური დანაშაულისა და პასუხისმგებლობის შესახებ ქვემოთ ვილაპარაკებთ.

ჯერ კოლექტიური უდანაშაულობისა და კოლექტიური უპასუხისმგებლობის შესახებ ვთქვათ.

უკრაინის ხალხი არ არის დამნაშავე მათ წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში, მაგრამ აი, რუსი ხალხი, მათი კოლექტიური უპასუხისმგებლობის გამო, აუცილებლად ატარებს პასუხისმგებლობის გარკვეულ წილს.

დამნაშავე სახელმწიფო

აუცილებლად ჩნდება კითხვა: რატომ და რაც მთავარია, რისთვის აკეთებს ამას რუსეთი? დენაციფიკაციისთვის? რუსოფობიასთან ბრძოლის მიზნით? იმისთვის, რომ ნატო თავის საზღვრებთან არ მოუშვას? ამ პასუხებმა მხოლოდ იდიოტები შეიძლება დააკმაყოფილოს. მოდით, ეს საკითხი ორად გავყოთ - რატომ ომი და რატომ უკრაინასთან?

რაც უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მართლები არიან ომის ის აპოლოგეტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ რუსეთი იძულებული გახდა დაეწყო ომი. თუმცა რუსეთს ომის დაწყება აიძულა არა საგარეო მიზეზებმა, არამედ შინაურმა ამბებმა.

უკრაინამ და ნატომ კი არ აიძულეს რუსეთი წამოეწყო დენაციფიკაციისა და დეუკრაინიზაციის ეს ავანტიურა, არამედ თავად ლოგიკამ, მე ვიტყოდი, პუტინის სახელმწიფოს არსმა.

თანამედროვე რუსეთი კრიმინალური სახელმწიფოა. ის ამ გზით სტაბილურად ვითარდებოდა მთელი ოცი წლის განმავლობაში.

არც ისე მცირე ვადაა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჰიტლერს სულ რაღაც ექვსი წელი დასჭირდა დასახული მიზნის მისაღწევად.

რუსეთში არ არსებობს სამოქალაქო თავისუფლებები, ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები, განადგურებულია სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახები, არ არსებობს კანონის უზენაესობა, სამართლებრივი სახელმწიფო, ხოლო ავტორიტარული ხელისუფლება ტოტალიტარული დიქტატურისკენ არის მიდრეკილი.

მასობრივი დეზინფორმაციის არხებიდან უწყვეტად მოედინება ტყუილის ნაკადი. სიცრუე გამოცხადებულია ჭეშმარიტებად, სიმართლე კი - სიცრუედ, რომლისთვისაც ადამიანებს დევნიან. ძალაუფლების გამიჯვნა სიმულირებულია.

„საკანონმდებლო“ ორგანო მასიურად გამოსცემს აქტებს, რომლებიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და საერთაშორისო კანონმდებლობას და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება: უკანონობის დაკანონებას და „აღმასრულებელი“ და „სასამართლო“ ხელისუფლებებისთვის ხელების კიდევ უფრო გახსნას.

რეალური ძალაუფლება პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის - სპეცსამსახურების ხელშია.

ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელთაც არანაირი სახელმწიფო ძალაუფლება არ გააჩნია, მხოლოდ მისი მსახურები არიან. თუმც კი, ეს მათ არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან არც ახლა და არც მომავალში - კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია.

კრიმინალური სახელმწიფოს კონცეფცია კარლ იასპერსმა წარმოადგინა, როდესაც ის ნაციზმის ბუნებასა და მის საფუძველზე შექმნილ სახელმწიფო სისტემაზე მსჯელობდა.

თუ რომელიმე სახელმწიფოს შეუძლია დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, მაშინ კრიმინალურმა სახელმწიფომ, არ შეიძლება არ ჩაიდინოს ისინი, რადგან ეს არის ამ სახელმწიფოს არსი. კრიმინალური სახელმწიფო კრიმინალურია სწორედ თავისი არსით და არა ცალკეული გამოვლინებით.

ერთი შეხედვით, რა არის ცუდი ავტობანების მშენებლობაში, ჯანსაღი ცხოვრების წესში, ეროვნული ხასიათის განმტკიცებასა თუ ეროვნული კულტურის განვითარებაში? ეს ყველაფერი, შესაძლოა, დადებით ან ნეიტრალურ ამბად მაინც ჩაითვალოს, მაგრამ საქმე ისაა, რომ კრიმინალურ სახელმწიფოში ყველაფერი ექვემდებარება მიზნებს, რომლებიც არსით კრიმინალურია.

ნაციონალ-სოციალისტური სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი საბოლოოდ ემსახურებოდა დიქტატურის დამყარებას, მის გაძლიერებას, რეპრესიებს და, საბოლოო ჯამში ომს, რომელიც წარმატებული ბლიცკრიგით დაიწყო და ტოტალური ხოცვა-ჟლეტით დასრულდა.

ჰიტლერის თანამედროვე თაყვანისმცემლების აზრით, ავტობანები, ერის გაერთიანება ერთ სახელმწიფოში კარგია, ხოლო საკონცენტრაციო ბანაკები და ომი, რა თქმა უნდა, ცუდი, მაგრამ ეს შემთხვევითი შეცდომებია და ჩვენ უნდა არ დავივიწყოთ ყველაფერი კარგი, რაც ნაციონალ-სოციალიზმმა მოიტანა და ა.შ. მაგრამ ამ მსჯელობით ისინი კრიმინალური სახელმწიფოს არსს აიგნორებენ.

კრიმინალური სახელმწიფო სამართლებრივი სახელწმიფოს საწინააღმდეგო რამეა და თუ სამართლებრივი სახელწმიფოს საფუძველი არის კანონიერება, მაშინ კრიმინალური სახელმწიფოს საფუძველი უკანონობაა.

კრიმინალური სახელმწიფო წარმოქმნის, იცავს და ამრავლებს უკანონობას და ამ სივრცეში აქცევს ყველა სფეროს.

უკვე ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გასამართლებლად იქმნება ახლები, რომლებსაც, თავის მხრივ, ასევე სჭირდებათ უკანონო და ყალბი დასაბუთება - ტყუილი კი კრიმინალური სახელმწიფოს ისეთივე აუცილებელელი კომპონენტია, როგორც ფიზიკური ძალადობა.

კრიმინალურ სახელმწიფოს მტრები სჭირდება და ის ქმნის კიდეც მათ.

რაც უფრო მეტ დანაშაულებრივ ქმედებებს სჩადის ასეთი სახელმწიფო, მით მეტი მტერი ჩნდება და უფრო საშიში ხდებიან სახელმწიფოს მტრები.

ეს კი, ცხადია, ასეთ სახელწმიფოს რეპრესიებისა და აგრესიული საგარეო პოლიტიკის სტიმულს აძლევს.

საკუთარი მოსახლეობის („საშინაო მტრების“) წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები იმდენად შეუქცევადია, ისეთი მზარდი ტემპით იზრდება, რომ ის, საბოლოო ჯამში, აუცილებლად მიიყვანს სახელმწიფოს იქამდე, როცა საშინაო რეპრესიების შეჩერების გარეშე, ის იძულებულია, თავისი აგრესია გარეთაც მიმართოს.

და უფრო მეტიც, შიდა მტრები ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე "საგარეო აგენტები".

ასეთი სახელმწიფო ჯერ ერთი პატარა გამარჯვებითაც შეიძლება დაკმაყოფილდეს - ასეთი იყო 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესია, მაგრამ კრიმინალურ სახელმწიფოს თავისი იდენტობის შესანარჩუნებლად ამ აგრესიის მუდმივად განახლება სჭირდება და თან უფრო მზარდი მასშტაბით.

ასე რომ, პუტინის რეჟიმის პროპაგანდისტები მართლები არიან: რუსეთი იძულებული გახდა დაეწყო ფართომასშტაბიანი ომი, ასეთი ომი მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

უკრაინა კი აგრესიის მსხვერპლად იმიტომ აირჩიეს, რომ პუტინს წარმატება გარანტირებული ეგონა.

ერთი მხრივ, მან იცოდა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობის ნაწილი, მათ შორის არმიასა და სპეცსამსახურებში გადაბირებული იყო, მეორე მხრივ კი, მისმა კორუმპირებულმა სადაზვერვო სააგენტოებმა მას ცრუ და გაზვიადებული ინფორმაცია მიაწოდეს, უკრაინის მთავრობაში კორუფციის, ხოლო ჯარსა და მოსახლეობაში პრორუსული განწყობის ხარისხზე.

მისი გათვლით, აქაც იგივე მოხდებოდა, რაც ყირიმში მოხდა. თავხედური სპეცოპერაცია და ღალატი - მაშინ ყირიმში სარდლობის ნაწილი (მათ შორის უკრაინის საზღვაო ძალების მეთაური) უბრალოდ მტრის მხარეს გადავიდა.

არ გამოუვიდა.

აქ საომარი მოქმედებების მიმდინარეობას დეტალურად ვერ განვიხილავთ, მაგრამ ფაქტია, ბლიცკრიგის მცდელობები გაგრძელდა მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მორალურად კი მან წააგო 25 თებერვლის საღამოს, როდესაც პრეზიდენტი ზელენსკი, უცხოეთში თავშესაფრის ძიების ნაცვლად, მაღალი რანგის ლიდერებთან ერთად გამოჩნდა კიევში, კამერების წინ სიტყვებით: "ჩვენ აქ ვართ. პრეზიდენტი არის აქ“.

დანაშაული და პასუხისმგებლობა

კარლ იასპერსი ამბობს: „თითოეული ადამიანი, სხვებთან ერთად, პასუხისმგებელია იმაზე, თუ როგორ მართავდნენ მას“. საკითხავია, როგორ და ვის წინაშეა ის პასუხისმგებელი.

იასპერსის აზრით, როდესაც ვსაუბრობთ კრიმინალურ სახელმწიფოზე და მის მოქალაქეებზე, დანაშაულისა და პასუხისმგებლობის ოთხი ტიპი უნდა გამოიყოს: კრიმინალური, პოლიტიკური, მორალური და მეტაფიზიკური.

დავიწყოთ ბოლოდან. იასპერსის აზრით, მეტაფიზიკური პასუხისმგებლობა არის ადამიანისა და ხალხის პასუხისმგებლობა ღმერთის წინაშე. ჩვენ ამას აქ არ განვიხილავთ.

მორალური პასუხისმგებლობა არის პასუხისმგებლობა სინდისის წინაშე. და აქ მთავარი პრინციპი არის პასუხისმგებლობა საკუთარი თავის წინაშე და პასუხისმგებლობა სხვების წინაშე. პირველი - ძალიან ინტიმური და ინდივიდუალურია. ან გრძნობთ პასუხისმგებლობას თქვენს მიერ გაკეთებულ საქმეებზე და იმაზე, რაც თქვენს გარშემო ხდება, ან არა.

მორალური პასუხისმგებლობის უნარი ფსიქიკურად ჯანსაღი ადამიანის არსებით თვისებად მიიჩნევა, რაც განასხვავებს მას ერთი მხრივ სუსტთაგან, ხოლო მეორე მხრივ, ფსიქოპათებისგან.

სინდისი ინდივიდუალური და სუბიექტურია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის თვითნებურია - არის მოქმედებები, რომლებსაც ადამიანი არ აკეთებს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არ შეესაბამება საკუთარ თავზე მის წარმოდგენას - მაგალითად, ის არ იქურდებს მაშინაც კი, თუ იცის, რომ არ დაისჯება (იმიტომ, რომ მას არავინ უყურებს იმ მომენტში), რადგან ასეთი საქციელი მის წარმოდგენას პატიოსანი ადამიანის შესახებ, არ ემთხვევა.

უფრო რთულია სხვების წინაშე პასუხისმგებლობის აღება.

მაგრამ ვინ არის ეს „სხვა“? საბოლოო ჯამში, ეს საკითხი ეხება თვითიდენტიფიკაციას.

მახსოვს მამაჩემის და ფილოსოფოს ალექსანდრე პიატიგორსკის დავა ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის გამო 1968 წელს.

მამამ, რომელიც მწვავედ გრძნობდა თავის დანაშაულს, გამოიყენა ნაცვალსახელი "ჩვენ", რაზეც პიატიგორსკიმ უპასუხა, რომ იგი არ გრძნობდა რაიმე დანაშაულს, რადგან არაფერი აკავშირებდა მას ამ სახელმწიფოსთან, და რომ მისთვის იყო არა "ჩვენ", არამედ "ისინი". ასეთ ფსიქოლოგიურ დაცვას დღესაც ბევრი რუსი იყენებს (მე რა შუაში ვარ, მე არავინ არაფერი მკითხა).

გერმანიაში, 1930-იან და 1940-იანი წლების დასაწყისში, ჰიტლერისადმი არალოიალურ ადამიანებს, უსიამოვნებების გარდა, მორალური დაგმობაც ელოდათ. იგივე გელის რუსეთში, თუ პუტინის მხარეს არ ხარ. მასასთან შერწყმა სინდისის ხმას ახშობს, მასაში ყოფნისას ადამიანები ბევრ პიროვნულ თვისებას კარგავენ და მათ არა აქვთ საკუთარი სახე.

იასპერსს „ცრუ სინდისის“ ცნებაც შემოაქვს - ის ფაქტი, რომ ადამიანი მოატყუეს უფროსებმა ან პროპაგანდამ, არ ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისგან არც საკუთარ ქმედებებზე და არც კრიმინალური სახელმწიფოს ქმედებებზე. ქმედება არის დანაშაულებრივი, მიუხედავად იმისა, აღიარებულია თუ არა მისი დანაშაულებრივი ბუნება. იგივე ეხება კრიმინალურ უმოქმედობას.

„ცრუ სინდისი“ იასპერსმა უწოდა ფენომენს, რომელსაც იწვევს საზოგადოებაში გაბატონებული სიცრუისადმი საკუთარი სინდისის დაქვემდებარება.

აქ კიდევ ერთი დიდი გერმანელის, თომას მანის სიტყვები უნდა მოვიშველიოთ: „დირიჟორი, რომელიც ჰიტლერმა გაგზავნა ციურიხში, პარიზსა ან ბუდაპეშტში ბეთჰოვენის შესასრულებლად, დამნაშავე ხდება ყველაზე უხამს ტყუილში, რომ „ის მხოლოდ მუსიკოსია, მუსიკით დაკავებული და მეტი არაფერი“.

სწორედ ასეთი უხამსი ტყუილით არის დაკავებული დღეს რუსული კულტურის ასობით მოღვაწე და არა მარტო ისინი.

პოლიტიკურ პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასთან ერთად უნდა განვიხილოთ.

იასპერსი, გერმანიის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე წერდა გამარჯვებული ძალების ჯარების მიერ მისი ოკუპაციის პირობებში. მიმდინარე ომში არავინ აპირებს რუსეთის ოკუპაციას, რუსეთის სამხედრო დამარცხებაც არ გამოიწვევს მისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის მითვისებას.

პოლიტიკური პასუხისმგებლობის არსი ის არის, რომ ამ დროს პასუხი საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა აგო.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ ინდივიდუალურად ეკისრებათ იმ პირებს, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად არიან პასუხისმგებელნი ომის დანაშაულების ჩადენაში. თუმც კი, ნიურნბერგის სასამართლო პროცესებში კრიმინალური ორგანიზაციებიც გამოჩნდნენ, მათ შორის, NSDAP, SS, SD, გესტაპო. მაგრამ ნიურნბერგშიც კი არ განხილულა სახელმწიფოს მიმართ სასამართლო პროცესის შესაძლებლობა.

ნაცისტური სახელმწიფო განადგურდა ომში დამარცხების შედეგად, საოკუპაციო ზონებად დაყოფით და არა სასამართლოს ბრძანებით.

ერთგვარი პარადოქსია: ერთი მხრივ, სახელმწიფო შეიძლება იყოს დანაშაულის სუბიექტი, მეორე მხრივ, სახელწმიფოს შესაძლოა დაეკისროს სხვადასხვა სახის სასჯელი, მათ შორის, პოლიტიკური, ეკომომიკური და სხვა სანქციები. თუმცა სახელმწიფოს ბრალდებულის სკამზე ვერ დასვამ. ამას კი მთელი რიგი უარყოფითი შედეგები მოჰყვება. ჩნდება გვერდის ავლის მრავალფეროვანი შესაძლებლობები. გაერო, რომელიც სანქციების დამწესებელი უმაღლესი ორგანოა, უმწეოა უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების მიერ ჩადენილ დანაშაულებისადმი. ის პოლიტიკური ორგანია და არა იურიდიული.

ძალიან მნიშვნელოვანია იასპერსის პოზიცია, რომლის მიხედვითაც, კრიმინალურ სახელმწიფოს ჩამორთმეული აქვს მემკვიდრეობის უფლება.

კრიმინალური სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი ტრანსფორმაციას არ ექვემდებარება, ისინი უნდა გაუქმდეს. ეს ეხება ხელისუფლების ყველა შტოს: ჯარს, პოლიციას, უსაფრთხოების ყველა სამსახურს, განათლების სისტემას და ა.შ. არ არის საკმარისი ჰიტლერულ სახელმწიფოს არ შეიძლება ჰქონდეს მემკვიდრეობა, მისი ყველა ინსტიტუტი (მათ შორის კულტურული) უნდა გაუქმდეს.

ასეა რუსეთის შემთხვევაშიც.

იქ არსებული ორგანიზაციებს რეფორმები არ უშველის - გაიხსენეთ 1991 წელი. არც თავისუფალი არჩევნები და ცუდი ადამიანების კარგით ჩანაცვლებაა გამოსავალი. პუტინის სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს, პრეზიდენტიდან ნაციონალურ თეატრამდე.

იგივე ეხება კულტურას.

და, ალბათ, კულტურას პირველ რიგში, რადგან მას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება: ჯარები და სადამსჯელო ორგანოები ანადგურებენ სხეულს, კულტურა - სულს.

დღეს ომია არა მხოლოდ უკრაინის უკიდეგანო სივრცეში, არამედ კულტურულ სივრცეშიც.

ზოგიერთი რუსი ხელოვანი სანქციების გამო სამსახურიდან გათავისუფლებულია. მაგალითად, „მეტროპოლიტენის ოპერის თეატრიდან“. თუმცა, ოპერის გენერალურმა დირექტორმა, პიტერ გელბმა განაცხადა, რომ რუსული შედევრები ვერ იქნებიან პასუხისმგებელნი პუტინის საქციელზე.

„ჩვენ ვაუქმებთ პუტინს და არა პუშკინს. ჩვენ არ შევცვლით ჩვენს გეგმებს რუსული რეპერტუარის შესრულებასთან დაკავშირებით“.

მე მესმის ბატონ გელბის - მე თვითონ ასე ვფიქრობდი ათწლეულების განმავლობაში, მაგრამ დღევანდელ კონტექსტში ასეთი პოზიცია მიუღებლად მიმაჩნია. ის, თომას მანის არ იყოს, იმ "უხამსი ტყუილის" ნაწილია, რომელშიც ახლა ჩართული არიან არა მხოლოდ პუტინის მომხრე პროპაგანდისტები, არამედ ზოგიერთი „კარგი რუსიც“.

გერმანიაზე საუბრისას თომას მანმა თქვა მნიშვნელოვანი რამ: „არ არსებობს ორი გერმანია, კეთილი და ბოროტი... ბოროტი გერმანიაა სწორედ ის კეთილი გერმანია, რომელიც არასწორი გზით წავიდა, დანაშაულებებში ჩაიძირა და ახლა კატასტროფის წინაშე დგას“.

იგივე უნდა ითქვას რუსეთზეც.

პუშკინის გაუქმება არ შეიძლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას, როგორც ადამიანების მიერ შექმნილ კერპს, მხოლოდ თაყვანი უნდა ვცეთ.

იმისათვის, რომ მომავალში პუშკინის შემოქმედებით სიამოვნება მივიღოთ, კი არ უნდა დავმალოთ მისი მისი უზნეო საქციელები, გამართლება კი არ მოვუძებნოთ, არამედ გამოვავლინოთ და მიუკერძოებლად გავაანალიზოთ ისინი.

მე სწორედ რუსული კულტურის გულწრფელი ანალიზისკენ მოვუწოდებ ყველას.

„დაე, გერმანიამ აღმოფხვრას ქედმაღლობა და სიძულვილი საკუთარ თავში და მას შეიყვარებენ“, - თქვა თომას მანმა.

იგივე უნდა ქნას რუსულმა კულტურამ. საჭიროა მისი დეკრიმინალიზაცია.

უკრაინის დამოუკიდებლობაზე

ამ ესეზე მუშაობის პროცესში, და ვწერდი მას დიდხანს და მტკივნეულად, მომიწია არაერთი ტექსტის წაკითხვა, რუსული კულტურის ჭრილიდან ვითარების გააზრების მიზნით.

ყველაზე ადეკვატურად ივან ვირიპაევის პოზიცია მომეჩვენა. სხვაგან ყველგან ასე თუ ისე მეორდება რუსული კულტურის „გაუქმების“ შეუძლებლობის საკითხი.

კრიტიკულ გამოსვლებში ყველაზე ხშირად ბროდსკის ახსენებდნენ თავისი ანტიუკრაინული ლექსით.

რუსულ კულტურაში ავთვისებიანი სიმსივნეების იდენტიფიცირება, ალბათ. მაინც პუშკინით უნდა დაიწყოს, მაგრამ რადგან ბროდსკი შემომხვდა, იყოს ბროდსკი - თან ის ახლა უფრო აქტუალურია.

1996 წლის 28 იანვრის ღამეს ბროდსკის სიკვდილი უეცარი იყო, მაგრამ არა მოულოდნელი. მან იცოდა, რომ მოკვდებოდა და მის უარს ბოლო ოპერაციაზე ხშირად ადარებენ ხოლმე მსჯავრდებულის უარს - შეწყალების თხოვნის დაწერაზე.

მის ბოლო დროინდელ ლექსებში ხშირია დამშვიდობება და შეჯამებები, მაგრამ ისე მოხდა, რომ სწორედ მისი ლექსი „უკრაინის დამოუკიდებლობაზე“ გახდა მისი ნაწარმოებების ერთგვარი ეპილოგი.

ამ ლექსმა უხერხულობა და აღშფოთება გამოიწვია იმ საზოგადოებაში, რომელიც ღირსეულად არის მიჩნეული და პირიქით, აღიარება მოჰყვა იმ საზოგადოების მხრიდან, რომელიც წესიერად არ მიიჩნევა.

სიკვდილის შემდგომ, ავტორის საკმარის დასჯად შეიძლებოდა ჩაგვეთვალა ის, თუ როგორი აღტაცებით კითხულობდნენ ამ ტექსტს ნაძირალები, მაგრამ ბუჩის შემდეგ ეს აღარ არის საკმარისი.

ლიზა არ გვაძლევს ამის უფლებას.

ბროდსკის არც ერთი ლექსს ისე ხშირად არ ციტირებენ ახლა, როგორც ამას. მას უწოდებენ პოეტის საუკეთესო ლექსს და ყველაზე უარესსაც.

„უკრაინის დამოუკიდებლობაზე“ რთული, მრავალშრიანი ტექსტია, მაგრამ აქ მის ნიუანსებზე საუბარს არ ვაპირებ.

ეს ლექსი შეურაცხმყოფელია.

რაც არ უნდა დახვეწილი კონტრარგუმენტები მოიყვანონ მისმა აპოლოგეტებმა, ისინი ვერ უარყოფენ იმას, რომ ლექსი დაიწერა აშკარა შეურაცხყოფის მიზნით. ის დამცინავი ლექსიცაა.

შეურაცხმყოფელი მეტსახელებით, (ფსევდო) უკრაინიზმების სიმრავლით, სექსუალური დამცირების ბუმდოვანი მინიშნებებით...ეს ყველაფერი ემსახურება უკრაინისა და მისი ხალხის დამცირებას.

ბროდსკი იმპერიის მომღერალია. შესაძლოა, ყველაზე დიდი მომღერალიც, ვიდრე ვინმე სხვა მანამდე რუსულ პოეზიაში.

თუმცა, რასაც ბროდსკისთან ვერ ნახავთ, ეს არის იმპერიის მშენებლობის თემები, მისი ბრწყინვალე სამხედრო გამარჯვებები და ბრწყინვალე მმართველობა. ბროდსკის იმპერია ეს სტაგნაციისა და გახრწნის სივრცეა და არა ქმნის და კეთილდღეობის.

ერთხელ, ერთ უაღრესად ინტელექტუალურ რუს ნაციონალისტთან კამათის დროს, მას ვკითხე, რატომ შეუძლიათ უკრაინელ ნაციონალისტებს რუსეთის გარეშე ყოფნა, ხოლო რუს ნაციონალისტებს უკრაინის გარეშე - არა და რუსების გრძნობები ამპუტირებული კიდურის ფანტომურ ტკივილს შევადარე.

ჩემმა თანამოსაუბრემ გაიზიარა ეს შედარება, მაგრამ აღნიშნა, რომ მიზეზი აშკარაა. მისი თქმით, უკრაინულ ნაციონალიზმს აქვს ეთნიკური საფუძველი, ხოლო რუსულს - იმპერიული.

უკრაინის გარეშე რუსეთი არ შეიძლება იყოს იმპერია და თუ ის არ არის იმპერია, მაშინ რა არის? - ეს იყო ჩემი თანამოსაუბრის აზრი.

რეჟისორ ალექსანდრ სოკუროვის წინადადებას, გაუშვან ყველა ხალხი, ვისაც არ სურს მათთან ერთად ერთ სახელმწიფოში ცხოვრება, პუტინმა ასე უპასუხა: „თქვენ გინდათ „მოსკოვიად“ გადაგვაქციოთ?“

ასეა ბროდსკისთანაც. მისი ლექსის სათაურია „უკრაინის დამოუკიდებლობაზე“, მაგრამ შეიძლება მისთვის ეწოდებინა „რუსეთის დაშლის შესახებ“.

ბროდსკის ეს ლექსი შეიცავს ფარულ პასუხსაც პუშკინის კითხვაზე:

ასი წელი გავიდა და რა დარჩა ამ ძლიერი, ამაყი კაცებისგან...

პუშკინისთვის ეს კითხვა რიტორიკული იყო: მათგან არაფერი დარჩა, ადამიანების, ხალხების გრძნობები და ამბიციები დავიწყებულია, და რაც დარჩა, ეს იმპერიაა, პოლტავის ბრძოლაში გამარჯვებულის უზარმაზარი ძეგლი.

პოლტავის ბრძოლა იქცა ეროვნულ კატასტროფად უკრაინისთვის და ტრიუმფად რუსეთისთვის. ამ ბრძოლამ გადაწყვიტა ჩრდილოეთის ომის შედეგიც, რომელში გამარჯვებაც იმპერიის დაბადებით აღინიშნა.

მაგრამ უკრაინის დამოუკიდებლობა მისი დასასრულის დასაწყისია.

პოლტავის ბრძოლა წაგებულია.

და ბოლოს.

ბროდსკის ამ ლექსის შესახებ კამათსა და მსჯელობაში სრულიად უმნიშვნელო რამეზე ამახვილებენ ყურადრებას: ეს ლექსი კარგია თუ ცუდი. და თუ ცუდია, ღირდა კი ბროდსკის ის წაეკითხა?

არ ვიცი ის კარგია თუ ცუდი. არც მაინტერესებს.

აქ სხვა რამეა მთავარი - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტი, რომელიც ბევრ რამეს გამოავლენს არა მხოლოდ მხოლოდ ბროდსკის პოეზიაში, არამედ მთლიანად რუსულ მენტალიტეტშიც.

ვფიქრობ, რომ ამ ლექსმა უკრაინელებს მნიშვნელოვნად გაუადვილა რუსეთთან დამშვიდობება.

PS. ესტონელი ლიტერატურათმცოდნისა და პოლიტიკოსის, მიხაილ ლოტმანის სტატიის თარგმანი ქვეყნდება მცირე შემოკლებით.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Торговые настольные электронные весы CAS PR-15P



VIP

Слушатель из Смоленска выиграл на «Авторадио» «Москвич 3»






Новости 24 часа

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: С начала года более 4,7 тысячи жителей Московского региона оформили страховую пенсию в автоматическом режиме на портале госуслуг



Game News

I tried to recreate Marvel's Iron Man in this movie studio sim, and my version was so bad my own father stormed out of the theater





News Every Day

Andy Murray cracks brutal joke as Brit star’s Wimbledon preparations are disrupted by bizarre injury 



Интернет

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70



Москва

Три человека погибли и 19 пострадали в ДТП в Забайкалье



Анастасия Волочкова

Волочкова про дочь: «В семье Вдовина она не может быть любимым ребенком. Там сложные отношения»



Москва

Три человека погибли и 19 пострадали в ДТП в Забайкалье



Варвара Грачёва

Осталась в одиночестве: Андреева победила Грачёву и вышла в четвертьфинал «Ролан Гаррос», Медведева остановил де Минор



Москва

В Москве прошла Премия-практикум «Харизма Года»



Илья Авербух

Евгений Миронов, Ирина Пегова, Кристина Асмус, Илья Авербух, Елизавета Арзамасова и другие звезды не фестивале «НЕБО»



Симферополь

В районе Симферополя появится крупный жилой микрорайон - ЖК "Республика"



Москва

В Москве прошла Премия-практикум «Харизма Года»



Москва

Собянин заявил о росте инвестиций в Москву из-за импортозамещения



Москва

В Подмосковье сотрудники Росгвардии спасли пожилого мужчину, который оказался один дома и плохо себя почувствовал



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Жара вновь бьёт рекорды. Повторится ли аномальное лето 1972 и 2010 годов?





Путин в России и мире
Москва

Песков не стал уточнять, кому Россия может поставить оружие для борьбы с Западом


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Юрий Башмет

Башмет, Бутман и Мацуев выступят на юбилейном фестивале искусств Чайковского



Москва

Синоптики спрогнозировали грозу и до +26 градусов в Москве 7 июня

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net