მამუკა ხაზარაძე NATO-ში გაწევრების საკითხზე: ჩვენ უკრაინასთან ერთ კონტექსტში უნდა ვიყოთ
NATO-ში დაჩქარებული წესით გაწევრების შესახებ უკრაინის მიერ მომზადებულ განაცხადს პარტია „ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე დადებითად აფასებს. მას მიაჩნია, რომ საქართველომ ანალოგიური ნაბიჯი უნდა გადადგას.
„NATO-ში დაჩქარებული გაწევრიანების აპლიკაციაზე, უკრაინის პრეზიდენტის ხელმოწერით, ქვეყანამ უმნიშვნელოვანესი განაცხადი გააკეთა და ამან საქართველოს უნიკალური შანსი მისცა. მოცემულ შემთხვევაში ჩვენ უკრაინასთან ერთ კონტექსტში უნდა ვიყოთ მოაზრებული და საქართველომ ანალოგიურად უნდა გააკეთოს განაცხადი. ეს არის ისტორიული შანსი, რომლის ხელიდან გაშვება იქნება დიდი დანაშაული მომავალი თაობების, ქვეყნის უსაფრთხოების და იმ პერსპექტივების მიმართ, რომელსაც ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია იძლევა”, – აცხადებს ხაზარაძე.
30 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერ- მინისტრ დენის შმიგალთან და უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სპეფანჩუკთან ერთად მოაწერა ხელი NATO-ში წარსადგენ დოკუმენტს.