მედია: ტუვაში მობილიზებული ახალგაზრდების ოჯახებს ცხვრებს ურიგებენ
რუსეთის ტუვის რესპუბლიკის ადმინისტრაცია ჯარში მობილიზებული ახალგაზრდების ოჯახებს ცხვრებს, კარტოფილს და შეშას ურიგებს. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
გამოცემის ცნობით, თავად ტუვის მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის მობილიზებულთა ოჯახებს ასეთის სახის დახმარებას უწევს.
„სამხედროების ახლობლებმა და ნათესავებმა უნდა იგრძნონ, რომ ჩვენ მათ პრობლემებთან ბრძოლაში დავეხმარებით. სწორედ ასეთი ამოცანა დაგვისვა რეგიონის ხელმძღვანელმა ვლადისლავ ხოვალიგმა“ – წერია ტუვის რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალურ საიტზე.
პირველი დახმარების ფარგლებში მობილიზებულთა ოჯახებს 91 ცხვარი უკვე გადაეცა. ეს სამუშაოები კვირის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
გარდა ამისა, მობილიზებულთა ოჯახებს ფქვილს და კარტოფილს დაურიგებენ – პროდუქტები ქალაქ კიზილში უკვე ჩაიტანეს. ტუვის რამდენიმე რაიონში მოსახლეობას შეშას და ნახშირს დაურიგებენ.
როგორც ტუვის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ხოვალიგმა განაცხადა, ეს დახმარება მხოლოდ პირველი ეტაპია და მობილიზებულთა ოჯახების სხვა სახის მხარდაჭერაც იგეგმება.