1000-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს რუსეთში, მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე
აქციები გაიმართა მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში და რუსეთის კიდევ 30-ზე მეტ ქალაქში - იუწყება OVD-Info, რომელიც ასევე ამბობს, რომ მოსკოვის დროით საღამოს 10 საათისთვის მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში 1000-მდე მოქალაქე იყო დაკავებული. დაახლოებით 200 პირი დააკავეს სხვა ქალაქებში, მათ შორის ჩელიაბინსკში, ეკატერინბურგში, კრასნოიარსკში, უფაში, კრასნოდარსა და ირკუტსკში.
მოსკოვში გამართულ აქციაში მონაწილეობა მიიღო ბევრმა ქალმა, რომლებიც სკანდირებდნენ ლოზუნგებს "სიცოცხლე ჩვენს შვილებს!" და "არა ომს!". სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ მოსკოვის აქციას შეუერთდა რამდენიმე ასეული ადამიანი, რომლებმაც ცოცხალი ჯაჭვი გამართეს ერთმანეთისთვის ხელის ჩაკიდებით. პოლიციას ამ ჯაჭვიდან სათითაოდ გაჰყავდა მოქალაქეები.
21 სექტემბრის დილას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოქალაქეებს მიმართა და "უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით" ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. პუტინის თქმით, საომარ სამსახურში გამოცხადებას დაექვემდებარებიან ის მოქალაქეები, რომლებიც სარეზერვო ძალას შეადგენენ.