ლიეტუვა ეთანხმება ესტონეთის წინადადებას, რუსეთის მოქალაქეებს არ მისცენ შენგენის ვიზა
„ლიეტუვა თანმიმდევრულად უჭერს მხარს სანქციებს აგრესიული სახელმწიფოების წინააღმდეგ და იცავს პოზიციას, რომ შეზღუდვები უფრო ეფექტიანად მოქმედებს, თუკი ისინი ევროკავშირის დონეზე გამოიყენება,“ მოჰყავს გამოცემას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება.
მანამდე ესტონეთმა განაცხადა, რომ საზღვრებს ჩაუკეტავს რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც ესტონეთმა მისცა შენგენის ვიზები. საქმე ეხება მხოლოდ იმ ვიზებს, რომლებიც ესტონეთმა გასცა და არ ეხება შენგენის ზონის სხვა ქვეყნების მიერ გაცემულ ვიზებს. მაგრამ მომავალ კვირაში მთავრობა განიხილავს, როგორ შეიძლება ქვეყანაში შესვლის აკრძალვა რუსეთის ყველა მოქალაქისთვის.
ჩეხეთმა ასევე დაუჭირა მხარი მოწოდებებს, შენგენის ვიზები არ გასცენ რუსეთის მოქალაქეებს. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ თქვა, რომ ჩეხეთი, რომელიც ევროკავშირის მორიგი თავმჯდომარეა, შეეცდება ამ საკითხში კონსენსუსის მიღწევას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც აგვისტოს ბოლოში გაიმართება პრაღაში. ასეთი აკრძალვა შესაძლოა შეტანილ იქნეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მორიგ პაკეტში.