ევროკავშირმა კალინინგრადში ტვირთების ტრანზიტის ნებართვა გასცა
რუსეთის ხელისუფლებას ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი ევროკომისიის ახსნა-განმარტებაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ უწყებაში ჯერ არ შეუსწავლიათ გამოქვეყნებული დოკუმენტი.
ივნისში ლიეტუვამ შეწყვიტა საკუთარ ტერიტორიაზე სატვირთო მატარებლებისა და ავტოტრანსპორტის გატარება, რომლებსაც კალინინგრადში გადააქვთ სანქციებში მოყოლილი საქონელი. სხვადასხვა მონაცემით, აკრძალვა შეეხო ადრე გადატანილი ტვირთების 40-დან 60-მდე პროცენტს.
ლიეტუვის ნაბიჯზე საპასუხოდ რუსეთი მას „მკაცრი საპასუხო ზომებით“ დაემუქრა, თუ ვილნიუსი არ გააუქმებს აკრძალვებს.